ბიგასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბიგასებრნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Soricidae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ბიგასებრნი (Soricidae), ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. განეკუთვნება ყველაზე პატარა ძუძუმწოვრები. სხეული შემოსილი აქვთ ნაზი ბალნით. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უმეტესად მწერებითა და მათი მატლებით იკვებებიან. ოჯახში 25 გვარია. საქართველოში 9 სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ბიგა (Sorex araneus), წყლის ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა. ბიგასებრნი ანადგურებენ მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვთ სახალხო მეურნეობისათვის.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 361, თბ., 1977 წელი.

