სარსარაკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარსარაკი
Tetrax tetrax femella.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: წეროსნაირნი
ოჯახი: სავათისებრნი
ლათინური სახელი
Tetrax tetrax
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


სარსარაკი (ლათ. Tetrax tetrax) — ფრინველი სავათისებრთა ოჯახისაა. ქათმის ზომისაა. სხეულის სიგრძეა 43-50 სმ, წონა 0,6-1 კგ. მუცელი მოთეთრო ფერისაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. ზაფხულობით იკვებება მწერებით, მათ შორის კალიებით. სარსარაკი ბინადრობს ველებზე, მინდვრებში, ყამირ მიწებზე. მაისში დებს 3-4 კვერცხს. სარსარაკი წარმოადგენს ძვირფას სარეწაო-სანადირო ობიექტს. საქართველოს ფარგლებში სარსარაკი გვხვდება მოზამთრე ფრინველის სახით. რეგისტრირებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]