კონგოს კრატონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონგოს კრატონი (ინგლ. Congo Craton) — ძველი პრეკემბრიული კრატონი და დედამიწის ქერქის შედარებით უფრო მდგრადი მონაკვეთი. იგი კონგოს ღრმულის ფუნდამენტია და სხვა ოთხ კრატონთან ერთად (კააპვაალის, ზიმბაბვეს, ტანზანიის და დასავლეთ აფრიკის) შეადგენს აფრიკის თანამედროვე კონტინენტს. ეს კრატონები ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 3,6-2,0 მილიარდი წლის წინ და ამ დროიდან იყვნენ ტექტონიკურად სტაბილურები. ყველა ეს კრატონი შეზღუდულია ახალგაზრდა ნაოჭა ფენებით, რომელიც ჩამოყალიბებულია 2,0 მილიარდი-300 მილიონი წლების წინ. მას ეკავა თანამედროვე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია.

კონგოს კრატონს უკავია ცენტრალური აფრიკის დიდი ნაწილი, რომელიც გადაჭიმულია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კასაის პროვინციიდან სუდანამდე და ანგოლამდე. ნაწილობრივ ასევე ეხება გაბონის, კამერუნის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიებს. ტერიტორიის მცირე ნაწილს, რომელიც გადადის ზამბიაში, ეწოდება ბანგვეულუს ფარი.

ფართობი დაახლოებით 2,2 მილიონი კმ². მას ზოგჯერ ზაირის კრატონს ეძახიან. არქეული ეონის ბოლოს ის გაერთიანდა აფრიკის ფილაქნის შემადგენლობაში.