ვიკიპედია:რჩეული სტატიები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალხმობა: ვპ:რჩეული

რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი

ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 54,807 სტატიაა, მათ შორის კი 217 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ. თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.

P cal euro-green.png

ახალი „რჩეულები“

CheHigh.jpg

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა (დ. 14 ივნისი, 1928 — გ. 9 ოქტომბერი, 1967) — საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა“, ან „ელ ჩე“ იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. მისი სტილიზებული სახე გახდა წინააღმდეგობის საყოველთაოდ გავრცელებული კონტრკულტურული სიმბოლო და სახალხო კულტურის გლობალური ნიშანი.

როგორც სამედიცინო ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი, გევარა მთელს ლათინურ ამერიკაში მოგზაურობდა და იგი სწრაფად გარდაქმნა იმ სიღარიბემ და გაუცხოვებამ, რასაც ის ამ მოგზაურობისას აწყდებოდა. მოგზაურობებისას მიღებულმა გამოცდილებამ და დაკვირვებებმა მას გამოატანინა დასკვნა, რომ რეგიონში ფესვგადგმული ეკონომიკური უთანასწორობა კაპიტალიზმის, მონოპოლიზმის, ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ნიშანდლობლივი შედეგი იყო, რისი ერთადერთი წამალიც მსოფლიო რევოლუცია იყო. მისმა ღრმა რწმენამ ბიძგი მისცა მის ჩართულობას გვატემალის რეფორმებში პრეზიდენტ ხაკობო არბენსის მეთაურობით, რომლის დამხობის შემდეგაც, რაც სავარაუდოდ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიეწერება, ჩე გევარას პოლიტიკური იდეოლოგია უფრო გამტკიცდა. მოგვიანებით, როდესაც მეხიკოში ცხოვრობდა, ის რაულ და ფიდელ კასტროებს შეხვდა, შეუერთდა 26 ივლისის მოძრაობას და მათთან ერთად კუბისაკენ გასცურა იახტა გრანმათი. მათი მიზანი დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის დამხობა იყო, რომელსაც ზურგს აშშ უმაგრებდა. გევარა სულ მალე დაწინაურდა ამბოხებულებს შორის, იგი მეორე იყო სარდლობაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა ორწლიან პარტიზანულ ომში, რომელმაც საბოლოოდ ბატისტას რეჟიმი დაამხო.


Stupa Borobudur.jpg

ბორობუდური (ასევე ბარაბუდური) — მაჰაიანა ბუდიზმის IX საუკუნის მონუმენტი ინდონეზიის კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგის სიახლოვეს. მონუმენტი შედგება ერთმანეთზე ნაგები ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმისაგან და შემკულია 2 672 რელიეფური პანელითა და ბუდას 504 ქანდაკებით. მთავარი გუმბათი მდებარეობს ზედა პლატფორმის ცენტრში. მას ირგვლივ გარს აკრავს მოჩუქურთმებული სტუპები, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთხმული ბუდას 72 ქანდაკება .

მონუმენტი მეუფე ბუდას უწმინდესი სალოცავი და ბუდისტ პილიგრიმთა ერთ-ერთი უმთავრესი მოსალოცი ადგილია. პილიგრიმთა აღმასვლა იწყება მონუმენტის ძირიდან და მიჰყვება ბილიკს, რომელიც მის ირგვლივ შემოვლით ზემოთ მიიწევს ბუდისტური კოსმოლოგიის სამი დონის გავლით, სახელდობრ, კამადჰატუს (Kāmadhātuსურვილის სამყარო); რუპადჰატუს (Rupadhatuფორმების სამყარო) და არუპადჰატუს (Arupadhatuუფორმო სამყარო). მოგზაურობის განმავლობაში მონუმენტი პილიგრიმებს გზას მიანიშნებს საფეხურებისა და კორიდორების სისტემის მეშვეობით, რომელთა გასწვრივ კედლებსა და ბალუსტრადებზე 1 460 რელიეფური პანელია.

ისტორიული ცნობების თანახმად, ბორობუდური XIV საუკუნეში იავაზე ბუდისტური და ინდუისტური სამეფოების დაკნინების შემდეგ მიტოვებულ იქნა და იაველები ისლამზე მოექცნენ. მონუმენტი 1814 წელს აღმოაჩინა სერ ტომას რაფლზმა, იავის ბრიტანელმა მმართველმა, რომლის მდებარეოებაც მას ადგილობრივებმა მიანიშნეს. მას შემდეგ ნაგებობას რამდენიმე რესტავრაცია ჩაუტარდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო 1975 და 1982 წელს ჩატარებული ერთობლივი სამუშაოები ინდონეზიის მთავრობისა და იუნესკოს მიერ, რის შემდეგაც მონუმენტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ბორობუდური დღესაც პოპულარული ადგილია ბუდისტ პილიგრიმთათვის, სადაც წელიწადში ერთხელ ინდონეზიელი ბუდისტები „ვესაკს“ დღესასწაულობენ. მონუმენტი ამჟამად ინდონეზიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა...


Enter Sandman.jpg

Enter Sandmanამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა. იგი გამოშვებული იქნა, როგორც პირველი სინგლი და პირველი ტრეკი მათივე მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica. სინგლის პროდიუსერია ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდთან და ლარს ულრიხთან ერთად. მუსიკის ავტორები არიან კირკ ჰემეტი, ჰეტფილდი და ულრიხი, ხოლო ტექსტი ეკუთვნის ჯეიმზს, რომლის განმარტებითაც იგი ბავშვების კოშმარების შესახებაა.

სიმღერის მთავარი რიფი გიტარისტ კირკ ჰემეტის დაწერილია. თავდაპირველად რიფი იყო ორი პარტიის სიგრძისა, სანამ ლარს ულრიხს არ დაებადა იდეა, პირველი პარტია გაემეორებინათ ოთხჯერ. ულრიხმა სიმღერა დაახასიათა როგორც ერთ რიფიანი, რომელშიც მისი ყველა სექცია წარმოებულია კირკ ჰემეტის მიერ შექმნილი ძირითადი რიფისგან.

ჩანაწერი კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოდგა მეტალიკის სინგლებს შორის: მიიღო ოქროს სერტიფიკატი, გაიყიდა რა 500 000-ზე მეტი ეგზემპლიარი მხოლოდ აშშ-ში, ხოლო 2009 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, იგი უკვე პლატინისაა. კრიტიკოსების მიერ აღიარებული ეს სიმღერა შედის მეტალიკის 1991 წლის შემდეგ გამოშვებულ ყველა ცოცხალ ალბომსა თუ DVD-ში და სრულდებოდა დაჯილდოების ცერემონიებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებზე.

სიმღერა კარგად იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ. სტივ ჰიუიმ Allmusic-იდან „შავი ალბომის“ მიმოხილვაში დაახასიათა იგი როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა ალბომიდან. რობერტ პალმერმა როლინგ სტოუნიდან აღნიშნა, რომ მისი გავლენა იგრძნობა ალბომის სტრუქტურასა და ინდივიდუალურ სიმღერებზე. სიდ სმითმა BBC-დან სიმღერას „ფსიქო-დრამატული“ უწოდა. Enter Sandman მიჩნეულია მეტალიკის სახელწერო სიმღერად.


DRG act of independence 1918.JPG

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისაქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. მიღებულ იქნა 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი. მას აქვს დეკლარაციული ხასიათი. მასში მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პერსპექტივები და ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი, აღწერილია იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა. დამოუკიდებლობის აქტს, გარდა დეკლარაციული ხასიათისა, აგრეთვე აქვს წმინდა ნორმატიული ხასიათი. მას აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ბუნება — 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, 1921 წელს კონსტიტუციის მიღებამდე იგი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველწყაროდ. იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსს, იურისდიქციის ფარგლებსა და მოცულობას, პოლიტიკური წყობილების ფორმას, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, დროებით სახელმწიფო ხელისუფლებასა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებს, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ ქვეყნის მდგომარეობა.

P countries-green.png

გეოგრაფია

კავკასია

კონტინენტები: აფრიკა

ბუნება და ლანდშაფტი: მყინვარწვერი · აღდგომის კუნძული

ქვეყნები: ჰაიტი · თურქეთი · ავსტრალია · მონღოლეთი · ნიკარაგუა

საქართველო: ხევსურეთი · ბედიანი · თავისუფლების მოედანი (თბილისი) · თუშეთი · იმერეთი · კლარჯეთი

ქალაქები: ნიუ-იორკი · ბათუმი · რუსთავი · თბილისი · სტოკჰოლმი · თელ-ავივი · ლიმა

დასახლებები, უბნები: სოჰო (ნიუ-იორკი) · ჰარლემი

ქუჩები, მოედნები და ბაღები: შანზ-ელიზე

P history-green.png

ისტორია

Neues Museum Aegyptischer Hof.jpg

პიროვნებები: დიმიტრი ამილახვარი · ჯუზეპე გარიბალდი · ლუციუს იუნიუს ბრუტუსი · ნუმა პომპილიუსი · პლინიუს უფროსი · ლუი ნიკოლა დავუ · დავით აღმაშენებელი · ანრი IV · იოზეფ გებელსი · ზვიად გამსახურდია · პეტრე ბაგრატიონი · ანასტასია რომანოვა

ძველი: რომის რესპუბლიკა · ბუნების ისტორია (პლინიუსი) · მსოფლიოს შვიდი საოცრება · შუმერი · რომის იმპერია · რომის სენატი · იბერია · ეტრუსკებთან ომი · რომულუსი და რემუსი · რომის იმპერატორების სია · რომის სამეფო · ინკების ცივილიზაცია · ძველი ეგვიპტე · ლონდინიუმი

ახალი: განმანათლებლობა · გერმანიის იმპერია · საფრანგეთის რევოლუცია

Flags of Georgia in Rustaveli Avenue, Tbilisi, on a military parade during the Indepedence Day celebration (May 26, 2008).jpg

1900–1945: აღმოსავლეთის ექსპრესი · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

1945 - დღემდე: იუგოსლავიის დაშლა · ჩერნობილის კატასტროფა

სამხედრო: მეორე სამნიტური ომი · პიროსთან ომი · პირველი მსოფლიო ომი · მეორე მსოფლიო ომი · პირველი პუნიკური ომი · რუსეთ-საქართველოს ომი (2008) · ესპანეთის სამოქალაქო ომი · გრანიკოსის ბრძოლა

არქეოლოგია: ნოქალაქევი · შუა საუკუნეების ქართული მინა

ქვეყნები: პორტუგალიის ისტორია

Atom symbol.svg

მეცნიერება

Lily Lilium 'Citronella' Flower.jpg

პიროვნებები: კარლ ფრიდრიხ გაუსი · სოკრატე · ნილს ბორი · ნიკო მარი · ვერნერ ფონ ბრაუნი · გოდფრი ჰ. ჰარდი · რიჩარდ ფეინმანი · პოლ დირაკი

განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ფიზიკა/მათემატიკა: e (რიცხვი)

ფლორა: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ბუნებისმეტყველება: შავი ზღვის დატბორვის თეორია · ტუნგუსკის მეტეორიტი

ფაუნა: ნაგაზი · მორიელი · წვერა (სახეობა) · მგელი · დიდი კატები · ღამურა

P anthropology-green.png

ტექნიკა

Vitruvian.jpg

ბიოლოგია: უჯრედი

ენათმეცნიერება: კორეული დამწერლობა · ბულგარული ენა · ქართული დამწერლობა · ეგვიპტური იეროგლიფები

ინფორმატიკა: Mozilla Firefox

მათემატიკა: მათემატიკა · რვა ლაზიერის ამოცანა · ალბათობის თეორია · ტოპოლოგია · სამკუთხედი

მედიცინა: ცოფი

ტექნიკა: ფაუ-2 · სატურნ V · პერსონალური კომპიუტერი · სუ-25

P religion-green.png

რელიგია და მითოლოგია

St George, bas relief, Mtsketa.jpg

ჰერაკლე · იუდაიზმი · ყოვლისშემძლეობის პარადოქსი · სვასტიკა · ბორჯღალა · პერსევსი · თესევსი · არგონავტები · რომის პაპების სია (გრაფიკი) · მედეა · პარეხი · მრავალძალი · დოლისყანა

P sport-green.png

სპორტი

ბიატლონი

უეფას თასი · ბაიერნი (მიუნხენი) · ფკ ბარსელონა · ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · ფკ დინამო თბილისი · რიო ფერდინანდი · საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · მილანი (ფეხბურთი) · მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი

P social sciences-green.png

საზოგადოება

The Red Cross of the Geneva Convention by Clara Barton 1878.jpg

პიროვნებები: გიორგი ქართველიშვილი · ექვთიმე თაყაიშვილი

საზოგადოება: ქალთა საერთაშორისო დღე · მშრომელთა საერთაშორისო დღე

პოლიტიკა: ევროპის პარლამენტი · საერთაშორისო ურთიერთობები · აშშ-ის პრეზიდენტების სია · თბილისის თვითმმართველობა · აშშ-ის პირველი ქალბატონების სია · აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია

სამართალი: საქართველოს კონსტიტუცია · საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

Go-tisch.png

ეკონომიკა: ლარი

ჰერალდიკა: საქართველოს სახელმწიფო გერბი

ეთნოლოგია: იეზიდები · აფხაზები

კოლექციონირება: ტფილისის უნიკა

გართობა: GTA · The Sims 2

P art-green.png

ხელოვნება და კულტურა

Veriko1.jpg

პიროვნებები: ბახი, იოჰან სებასტიან · ილია ჭავჭავაძე · ვაჟა-ფშაველა · მიხეილ ჯავახიშვილი · ჯორჯია ო'კიფი · ზაქარია ფალიაშვილი · ფრიდა კალო · დავით გურამიშვილი · ელა ფიცჯერალდი · ნიკოლოზ ბარათაშვილი · ვერიკო ანჯაფარიძე · ედიტ პიაფი · რობი სტურუა · ალექსანდრე სოლჟენიცინი · ალენ დელონი · ნიკო ფიროსმანი · კირილ ზდანევიჩი · კუროსავა აკირა · ბორხესი, ხორხე ლუის · ვალტერ გროპიუსი · მადონა · ჯეკ კერუაკი · ანტონიო გაუდი · ალვარ აალტო · ეჟენ იონესკო · ტერენტი გრანელი · ზემფირა · ორჰან ფამუქი · ომარა პორტუონდო · ფრანსუა რაბლე · პიერ ოგიუსტ რენუარი · გიიომ აპოლინერი · ტიესტო · ალანის მორისეტი · ჯონი კეში · ჯინჯერ როჯერსი · უოლტ დისნეი · ჯექსონ პოლოკი · ალფრედ ჰიჩკოკი · ეიკონი · ვლადიმირ ვისოცკი · ინგვი მალმსტინი · კლიფ ბარტონი · გიორგი შარვაშიძე

მუზეუმები/ბიბლიოთეკები: პერგამონმუზეუმი · საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა

სახვითი ხელოვნება: სიმბოლიზმი · სიურრეალიზმი · მირ ისკუსტვა · ბრინჯაოს მხედარი · ოპ-არტი

ტრადიცია: ჩიჩილაკი

Salem Nordfassade 1823.jpg

არქიტექტურა: ნოიშვანშტაინის სასახლე · შარტრის საკათედრო ტაძარი · ტორონტოს ტელეანძა · გუგენჰაიმის მუზეუმი (ბილბაო) · გელათის მონასტერი · ძონგის არქიტექტურა · სვეტიცხოველი · ბაგრატის ტაძარი · უფლისციხე (ძეგლი) · სტალინისტური არქიტექტურა · შიომღვიმე · ქალაქი-მშვენიერი · გუგი · ვარძია · ოპერა გარნიე · ოშკი · სურამის ციხე · კვეტერა · ხანძთა · ფიტარეთის მონასტერი · აბუ-სიმბალი · ტბეთის მონასტერი · ბორობუდური

ლიტერატურა და მწერლობა: რომაული ლიტერატურა · დასავლეთის ფრონტი უცვლელია · ბეჭდების მბრძანებელი · შტორმი (პერსონაჟი) · კერი ბრედშოუ (პერსონაჟი) · ვეფხისტყაოსანი

თეატრი და მუსიკა: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი · პინკ ფლოიდი · დიფ ფარფლი · კოულდპლეი · ლელა წურწუმია · რუსთაველის თეატრი · მარჯანიშვილის თეატრი · ჯენესისი · რედიოჰედი · ბითლზი · U2 · მეტალიკა · სკორპიონსი · Enter Sandman

რადიო, კინო, ტელევიზია: ციცინათელების საფლავი · ექვსი ფუტი მიწის ქვეშ · ციხიდან გაქცევა · ანიმე


კანდიდატები: გადახედეთ არსებულს ან წამოაყენეთ ახალი
პირადი ხელსაწყოები

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე