რიალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიალი (სპარს. ریال; ინგლ. rial) — 1798-დან 1825 წლის ჩათვლით ფულის ერთეული სპარსეთში, ხოლო 1932 წლიდან დღემდე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

1 რიალი შედგება 100 დინარისგან, მაგრამ რიალის დაბალი გაცვლითი კურსის გამო დინარი პრაქტიკულად არ არის გამოყენებაში.

არსებობს მონეტები ნომინალით 50, 100, 250 და 500; ბანკნოტები ნომინალით 100, 200, 500, 1000, 2000, 5000, 10000, 20000, 50000 და 100000. ძველი მონეტები ნომინალით 5 და 10 რიალი არის მიმოქცევაში, მაგრამ არ გამოიცემა.

1932 წლის სავალუტო რეფორმამდე, ირანის ფულის ერთეული იყო თუმანი. (1 თუმანი = 10 კრანი, 1 კრანი = 1000 დინარი.) დღემდე ფასების უმრავლესობა, ასევე მოცემულია თუმანში(1 თუმანი 10 რიალის ტოლია).

ისტორია[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რიალი&oldid=2399307“-დან