ინდის ცივილიზაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცივილიზაციის გავრცელების არეალი.

ინდის ან ჰარაპის ცივილიზაცია — კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია, ძველეგვიპტურსა და შუმურულ ცივილიზაციებთან.ამ სამიდან იკავებდა ყველაზე დიდ ფართს. ვითარდებოდა ინდის ხეობაში არიელების მოსვლამდე, ჩ.წ.-მდე III საუკუნეებში. ცივილიზაციის ძირითადი ცენტრები — ჰარაპა, ლოთჰალა და მოჰენჯო-დარო.

წინაისტორია[რედაქტირება]

ძვ. წ. VII საუკუნეში ინდის ხეობაში და სარასვატში ვითარდება წინამიწათმოქმედი კულტურა, რომელსაც ეძახიან მეგარის კულტურას. ამ დროს ადაიანმა აღმოაჩინა ეფექტური საშუალებები ეფექტურად მიეღო საკვები რესურსები. სწორედ ამან შესაძლებელი გახადა ადამიანის განვითარებაში სხვა დონეზე გადასვლა. ამ დონეს კულტურულ-ისტორიული კომპლექსი ეწოდა.

ცივილიზაცია[რედაქტირება]

ქურუმის სტატუეტი მოჰენჯო-დაროში

მოჰენჯო-დაროში და სხვა ტერიტორიში აღმოჩენილია ირიგაციული მიწამოქმედების საწყისები. ასევე მოჰენჯო-დაროში აღმოჩენილია ყველაზე ცნობილი საპირფარეშო და კანალიზაცია. ინდის ხეობის დამწერლობა დღესაც გაუშიფრავია, ამიტომაც მმართველების სახელები და მმართველობის ფორმა უცნობია.

დაისი[რედაქტირება]

ინდის ცივილიზაციის დაისი მოხდა ძვ. წ. XVIII–XVII საუკუნეებში. ამ დროს დრავიდური მოსახლეობა გადადის სამხრეთ-აღმოსავლეთით და კარგავს განვითარების დონე. სავარაუდოდ, ცივილიზაციას ბოლო დარტყმა მიაყენეს არიელებმა, რომლებიც ინდის ხეობაში შეიჭრნენ, ეს შეტევა აღწერილია ”რიგვედაშიც”.

მოჰენჯო-დაროს ნაქალაქევი.

პირველი ცნობები პრეარიული ცივილიზაციის არსებობის შესახებ XIX საუკუნეში გამოაქვეყნა ალექსანდრე კანინგემმა. საბოლოოდ ამ ცივილიზაციის არსებობა დატკიცდა 1921-1922 წლებში ჯონ მარშალის ექსპედიციის მიერ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Альбедиль М.Ф. Забытая цивилизация в долине Инда. М. 1991.
  • История древнего Востока, т. 1. М.1986.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: