მანული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მანული | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Felis manul | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
მანული (Felis (Otocolobus) manul), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 52-65 სმ აღწევს, ფერად მურა-ყვითელია, სხეულის უკანა ნაწილსა და კუდზე მუქი განივი ზოლები დასდევს. აქვს ხშირი და გრძელი ბეწვი, ლოყებზე — ქილვაშები. გავრცელებულია ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, სალხრეთ ალთაიზე, ტუვის და იმიერბაიკალეთის სამხრეთით. ბინადრობს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. მცირერიცხოვანია. აქტიურია შებინდებისას და ღამით. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით. იყენებენ მანულის ტყავს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 6, გვ. 414-415, თბ., 1983
სტატიის