ქრცვინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ცქვრინი.
ქრცვინი
Qrtsvini.jpg
შავფეხება ქრცვინი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ქვერიგი: ქრცვინი
ლათინური სახელი
Putorius

ქრცვინი (ლათ. Putorius) — კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვრების ქვერიგი კვერნისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 38-51 სმ, მასა 0.7-1.4 კგ. აქვთ მოგრძო, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ბლაგვი დინგი, პატარა ყურები, რბილი ბეწვი. აერთიანებს 3 სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ტაიგის სამხრეთ საზღვრამდე, შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირიში. ბინადრობენ ტყეში (შავი ქრცვინი), ტყე-ველში, ველებსა და ნახევარუდაბნოებში (ველის ქრცვინი და ამერიკული ქრცვინი). სახლდებიან ტყეკაფში, ბუჩქებში, გაშლილ ადგილებში, შავი ქრცვინი — ადამიანის სამოსახლოებში. იკვებებიან წვრილი ცხოველებით. აქვთ ძვირფასი ბეწვი. შავი ქრცვინის ალბინოსური ფორმა მოშინაურებულია, იყენებენ მავნე მღრნელებთან საბრძოლველად.

ლიტერატურა[რედაქტირება]