კამელია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კამელია | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Camellia | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
კამელია (Camellia), მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი ჩაისებრთა ოჯახისა. მისი 80-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. იაპონური კამელია (Camellia japonica) და მისი ჰიბრიდული ფორმები მოჰყავთ ოთახებსა და ორანჟერეებში (კავკასიასა და სამხრეთ ყირიმში — ღია გრუნტში). ჩინური კამელიის ანუ ჩაის ბუჩქის (Camellia sinensis და Camellia assamica) ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ ჩაის. ზეთის ანუ ევგენოლის კამელიის (Camellia sasaqua) ფოთლებისაგან იღებენ ეთერვან ზეთს. დეკორატიული მცენარეებია. მოშენებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ბაღებსა და პარკებში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 346, თბ., 1980
სტატიის