ტუჩა დათვი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუჩა დათვი
Sloth bear 1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: დათვისებრნი
გვარი: Melursus
სახეობა: ტუჩა დათვი
ლათინური სახელი
Melursus ursinus
დაცვის სტატუსი
გავრცელების არეალი
Sloth Bear area.png

ტუჩა დათვი (ლათ. Melursus ursinus), მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. ტუჩა დათვის სხეულის სიგრძე 1.5-1.9 მ, წონა 90-135 კგ აღწევს. მისი სიმაღლე მხრებში 60-90 სმ-ია. სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წელია. ტუჩა დათვი ყველაზე პატარა სახეობაა დათვებს შორის. იგი ბინადრობს ინდოეთსა და შრილანკაზე. მალაიური დათვის მსგავსად, ისიც ღამის ცხოველია და ასევე ერთადერთ მეწყვილე ჰყავს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

თუჩა დათვის გარეგნული განსხვავება ისაა, რომ მისი შავი ბეწვი ძალიან გრძელი და გაბურძგნულია. მის მოთეთრო დრუნჩზე ბეწვი ნაკლებად იზრდება. ხოლო მისი ტუჩები სრულიად არ არის დაფარული ბეწვით და კარგად ჩანს. სახელწოდებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ტუჩა დათვს აქვს გრძელი და მოღუნული ბრჭყალები, რომელთა საშუალებითაც იგი ადვილად ეკიდება ხეებზე.

სხვა დათვების მსგავსად, ტუჩა დათვიც მრავალნაირ საკვებს მიირთმევს, თუმცა უპირატესობას ტერმიტებს ანიჭებს. ნესტოები, რომლებიც იხურება, ჩაღრმავებული სასა და რამდენიმე წინა კბილის ნაკლებობა საშვალებას აძლევს ტუჩა დათვს ადვილად იკვებოს ამ ცხოველებით.

ტუჩა დათვი ბუნაგს იკეთებს მხოლოდ თავშესაფრის მიზნით, მას ზამთარში არ სძინავს. შრილანკაზე მას დაწყვილების პერიოდი არ აქვს განსაზღვრული და პარტნიორის მოძებნა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია. ინდოეთში კი დაწყვილების პერიოდი აპრილიდან ივნისამდე მერყეობს.