გერმანია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bundesrepublik Deutschland
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Das Lied der Deutschen
დევიზი: ერთიანობა, სამართალი, თავისუფლება (Einigkeit und Recht und Freiheit)
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ბერლინი
52°31′N 13°24′E
უდიდესი ქალაქი ბერლინი, მიუნხენი, ჰამბურგი
ოფიც. ენები გერმანული ენა
მთავრობა ფედერაციული რესპუბლიკა საპარლამენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ჰორსტ კიოლერი
  -კანცლერი ანგელა მერკელი
ფართობი
 - საერთო
 
357,021 კმ² (63-ე)
მოსახლეობა
 - 2006 სავ.
 - სიმჭიდროვე
 
82,314,900 (მე-14)
230.9 ად./კმ² 
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2006მიახლ.
$2.585 ტრილიონი (მე-5)

$31,400 (მე-17)
აგი (2005) 0.935 (მაღალი) (22-ე)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
  -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი DEU
ccTLD .de
სატელეფონო კოდი +49

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; გერმანულად — Die Bundesrepublik Deutschland.
  • ეტიმოლოგია — ლათინურად — Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე “მეზობელს” ან “ძმას” უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს — Diutisce-ს. ფრანგულად — Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე -Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“.
  • ქვეყნის კოდი — DE.

[რედაქტირება] გეოგრაფია

გერმანია
გერმანია

მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდი.

  • ფართობი — 357.021 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3,767 კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ჩრდ. გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები. მთიანი სისტემები — ბავარიის ალპები, ჰარცი, ერცგებირგე, ტაუნუსი. უმაღ. მწვერვალები (მ) — ცუგშპიცე 2.962, ჰოხვანერი 2.746; მთ. მდინარეები (კმ) — რაინი 865 (სულ 1.320), ელბა 700 (სულ 1.165), დუნაი 647 (სულ 2.858), მაინი 524; მთ. ტბები (კვ.კმ) — ბოდენზეე 305 (სულ 571), მიურიცი110, ხემზეე 80; მთ. კუნძულები (კვ.კმ) — რიუგენი 930, უზედომი 373 (სულ 445), ფემარნი 185; კლიმატი — ატლანტიკური.
  • ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

[რედაქტირება] სახელმწიფო

სასახლე ბელევიუ(პრეზიდენტის რეზიდენცია)
სასახლე ბელევიუ(პრეზიდენტის რეზიდენცია)

[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა

გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მიწად (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მიწებია (ფრჩხილებში დედაქალაქები):

[რედაქტირება] დემოგრაფია

[რედაქტირება] ეკონომიკა

ფრანკფურტი გერმანიის ფინანსური ცენტრი
ფრანკფურტი გერმანიის ფინანსური ცენტრი

გერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (2.321 მლრდ $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.

[რედაქტირება] ისტორია

გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან — შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა 1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა 1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.


[რედაქტირება] მემკვიდრეობა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

  • Einbürgerung — ოფიციალური გვერდი მოქალაქეობის მიღების შესახებ
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები