ბალხაშის ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალხაში
ყაზახ. Балқаш Көлі
Lake Balkhash.jpg
კოორდინატები: 46°32′27″ ჩ. გ. 74°52′44″ ა. გ. / 46.54083° ჩ. გ. 74.87889° ა. გ. / 46.54083; 74.87889
მდებარეობა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 340 
სიგრძე 605 კმ
სიგანე აღმოსავლეთ ნაწილში 9-19 კმ, დასავლეთში - 74 კმ
ფართობი 16,4 კმ²
მოცულობა 112 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 2.385 კმ
მაქსიმალური სიღრმე 26 
საშუალო სიღრმე 5.8 
გამჭირვალობა 1-5,5 
აუზის ფართობი 501 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ირი, ყარათალი, აქსუ, ლეფსი და სხვ.

ბალხაშის ტბა მდებარეობა ყაზახეთი

Blue pog.svg

ბალხაშის ტბა (ყაზახ. Балқаш Көлі) — გაუდინარი ტბა ყაზახეთში, ბალხაშ-ალაქოლის ვრცელ ქვაბულში, ზღვის დონიდან 340 მეტრზე. ზედაპირის ფართობი 16,4 ათ. კმ². არალის ზღვის მსგავსად ამ ადგილის ფართობიც საგრძნობლად შემცირებულია, რაც ძირითადად ადგილობრივი პირობებითაა განპირობებული[1]. ბალხაშის ტბის სიგრძეა 605 კმ, მაქსიმალური სიღრმე 26 მ. ტბის ჩრდილოეთი ნაპირები მაღალი და კლდოვანია, სამხრეთი - დაბალი და ქვიშიანი. შემოსილია ხშირი ლერწმის რაყებით.

სანაპირო ხაზი დანაწევრებულია უბეებითა და ყურეებით. კუნძულები ცოტაა, შედარებით დიდია ბასარალი და თასარალი.

ტბისპირა რაიონის ჰავა უდაბნოს ტიპისაა. ივლისის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით - 8 °C. ნალექები 120 მმ წელიწადში. გაბატონებულია ჩრდილოეთის (დასავლეთ ნაწილში) და ჩრდილო-აღმოსავლეთის (აღმოსავლეთ ნაწილში) ქარები, რომლებიც იწვევენ ტბის ღელვას. ზედაპირიდან აორთქლება წლიურად 950-1200 მმ-ს შეადგენს. იყინება ნოემბრის ბოლოს, ყინულძვრა - შუა აპრილში. მაქსიმალური დონე მყინვარების დნობის პერიოდშია (ივნის-ივლისში), უკანასკნელი 20 წლის მანძილზე დონის რყევის საშუალო ამპლიტუდა 3,2 მეტრია.

ბალხაში ნახევრად მტკნარი ტბაა, ნახევარკუნძული სარიესიქი ჰიდროლოგიური თვალსაზრისით ტბას ყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად, რომლებიც უზუნარალის ვიწრო (3,5 კმ) სრუტით უერთდება ერთმანეთს. წყლის მინერალიზაცია და მარილების შემცველობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სხვადასხვაა. დასავლეთ ნაწილს ერთვის დიდი მდინარე ილი, რომელსაც ტბაში წლიური ნაკადის 73-80% შეაქვს. ამიტომ წყალი აქ თითქმის მტკნარია (0,74 გ/ლ), აღმოსავლეთში კი - მომლაშო (5,21 გ/ლ)[2]. აღმოსავლეთ ნაწილში საშუალოდ 1,7-ჯერ უფრო მეტი სიმლაშეა ვიდრე დასავლეთ ნაწილში.

წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 0°-იდან (დეკემბერში) 28 °C-მდე ივლისში მერყეობს.

ბალხაშის ტბა: 1. ნ/კ სარიესიქი 2. ნ/კ ბაიგაბილი 3. ნ/კ ბალაი 4. ნ/კ შაუქარი 5. ნ/კ კენტუბეკი 6. კ. ბასარალი და ორტააპალი 7. კ. ტასაპალი 8. შემპეკი ყურე 9. სარიშაგანის ყურე

ბალხაშის ფაუნა მდიდარია. აქ განსაკუთრებით განვითარებულია მეთევზეობა. გვხვდება მოლუსკები, წყლის მწერების მატლები, კიბოსნაირნი, პლანქტონი, თევზების 20 სახეობა. მათგან 6 საკუთრივ ბალხაშისთვისაა დამახასიათებელი (ილისა და ბალხაშის მარინკა, ბალხაშირი ქორჭილა, ზოლებიანი და ერთფეროვანი ტუჩა და კვირჩხლა). დანარჩენი სახეობები აკლიმატიზებულია.

სარეწაო მნიშვნელობისაა კობრი, ფარგა, ბალხაშის ქორჭილა, კაპარჭინა, მარინკა და სხვ.

ნაოსნობა რეგულარულია. მთავარი ნავმისადგომებია ბურილბაითალი, ბურლითობე. ტბის წყალს იყენებს ქალაქ ბალხაშის სამთო-მეტალურგიული კომბინატი.

ბალხაშის პირველი მოხსენიება, ხდება ძველ ჩინურ წყაროებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Lake Balkhash, International Lake Environment Committee
  2. Kawabata, Yoshiko et al.' (1997). „The phytoplankton of some saline lakes in Central Asia“. International Journal of Salt Lake Research 6: გვ. 5–16. DOI:10.1007/BF02441865.