მალაკის ნახევარკუნძული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მალაკის ნახევარკუნძული | |
![]() |
|
| მდებარეობა | აზია |
| აკვატორია | ანდამანის ზღვა, მალაკის სრუტე, სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სიამის ყურე |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 190 000 კმ² |
| ქვეყანა | |
მალაკის ნახევარკუნძული (მალ. Semenanjung Tanah Melayu) — ნახევარკუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. წარმოადგენს აზიის მატერიკის ყველაზე სამხრეთ წერტილს. ნახევარკუნძული მოიცავს მიანმარის მცირე, სამხრეთ ნაწილს, ნახევარკუნძულოვან მალაიზიას, სინგაპურს და ტაილანდის სამხრეთ ნაწილს.
ინდონეზიის კუნძულ სუმატრასგან გამოყოფს მალაკის სრუტე. ნახევარკუნძულს მთელს სიგრძეზე გასდევს ტიტივანგსას მთები. მალაკის სიგრძე 1300 კმ-ია, ფართობი დაახლოებით 190.000კმ². მისი ჩრდილოეთ საზღვრის, კრას ყელის სიგანე 44 კმ-ია. ნახევარკუნძულის უმაღლესი ადგილია გუნუნგ-ტახანის მთა (2190 მ)
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- მალაკის ნახევარკუნძული – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
