იბნ ბატუტა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იბნ ბატუტა
Ibn Battuta Mall on 2 June 2007 Pict 3 crop.PNG
ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

24 თებერვალი 1304

დაბადების ადგილი

ტანჟერი

გარდაცვალების თარიღი

1377

გარდაცვალების ადგილი

ფესი


იბნ ბატუტა (არაბ. أبو عبد الله محمد ابن بطوطة; სრული სახელი და გვარია: აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ აბდ ალ-ლაჰ ალ-ლავატი ალ-ტანჯი; დ. 24 თებერვალი 1304, ტანჟერი — გ. 1377, ფესი) — არაბი მოგზაური და ვაჭარი.

1325 წელს მაროკოდან გაემგზავრა ჰაჯის შესასრულებლად (სალოცავად); იმოგზაურა ეგვიპტეში, არაბეთში, ირანში, მესოპოტამიაში, სირიაში, მცირე აზიაში, ყირიმსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში (მიაღწია ვოლგამდე), შუა აზიაში, ავღანეთში, ინდოეთში, ინდონეზიასა და ჩინეთში. 1349 წელს დაბრუნდა მაროკოში. დაახლ. 1349 და 1352 წწ. შორის მუს. ესპანეთში, 1352-1353 წწ. დასავლეთ და ცენტრალურ სუდანში.

საინტერესოა იბნ ბატუტას ჩანაწერები ოქროს ურდოს შესახებ; იგი შეიცავს ეკონომიკურ, ეთნოგრაფიულ და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ხასიათის უამრავ ცნობას.

იბნ ბატუტამ დაწვრილებით აღწერა კონსტანტინოპოლი, სადაც თან ახლდა ბერძენთა მეფის ასულს უზბეკის ცოლს. აღწერა ინდოეთი, ირანი ჰულაგიუიანების დროს. იბნ ბატუტამ პირველმა მოგვცა დაწვრილებითი ცნობები მალის სახელმწიფოსა და მისი მომიჯნავე ოლქების შესახებ.

[რედაქტირება] ლიტერატურა


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე