იაპონელები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაპონელი ერის უდიდესი წარმომადგენლები

იაპონელები , ერი, იაპონიის ძირითადი მოსახლეობა (99%). საერთო რაოდენობა 111 მლნ. (1975, შეფასება), იაპონიის გარდა ცხოვრობენ აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. ლაპარაკობენ იაპონურ ენაზე, ანთროპოლოგიურად განეკუთვნებიან მონღოლოიდურ რასას.

ტომთა ჯგუფის სახით იაპონელები ჩამოყალიბდნენ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულიდან ენეოლითური კულტურის მქონე იაელთა დიდი ჯგუფია გადმოსახლების შედეგად იაპონიის კუნძულებზე, რომლებზეც მანამდე დასახლებული იყვნენ აინები და ნაწილობრივ მალაიურ-პოლონეზიური ტომები. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა პირველი ერთიანი იაპონიური სახელმწიფო (იამატოს სამეფო). ამით დასრულდა ძვ. იაპონელ ტომთა კონსოლიდაცია ერთ ეროვნებად, რომელიც შემდგომში განვითარდა ჩინეთის, კორეის, ინდოეთის ძვ. ცივილიზაციის გავლენით.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე