ფიკუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Some figs.jpg

ფიკუსი (ლათ. Ficus) — მცენარეთა გვარი თუთისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე, იშვიათად ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია, ზოგჯერ — გართხმული ან მცოცავი ლიანები. სახეობათა მეტი წილი ეპიფიტია, ივითარებს დამატებით საჰაერო ფესვებს, რომლებიც მსხვილ სვეტებად გარდაიქმნება და უზარმაზარი ვარჯის საყრდენს წარმოადგენს (ბანიანი). ზოგიერთი ეპიფიტის საჰაერო ფესვები მჭიდროდ ეხვევა მასპინძელ მცენარეს და იწვევს მის სიკვდილს. ამ გვარის ხეების სიმაღლე 40 მ, დიამეტრი 3-5 მ აღწევს, ხშირად უვითარდებათ ფიცრისებური საყრდენი ფესვები. ყვავილედს იკეთებენ ღეროსა და ტოტებზე (კაულიფლორია). 800 სახეობა მეტწილად გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის, მალაის არქიპელაგის, ახალი გვინეის, სოლომონის კუნძულების ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ფიკუსის ზოგიერთი სახეობის ნაყოფი (ლეღვი) იჭმება, ზოგის (F. elastica) რძეწვენი შეიცავს კაუჩუკს.

ლიტერატურა[რედაქტირება]