ჰიმალაიური დათვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიმალაიური დათვი
Ursus thibetanus 3 (Wroclaw zoo).JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: დათვისებრნი
გვარი: Selenarctos
სახეობა: ჰიმალაიური დათვი
ლათინური სახელი
Ursus thibetanus
გავრცელების არეალი
Asian Black Bear area.png
Leefgebied aziatische zwarte beer.jpg

ჰიმალაიური დათვი (ლათ. Ursus thibetanus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. ჰიმალაიური დათვის სხეულის სიგრძე 1.3-1.7 მ, მამრების წონა 50-180 კგ, ხოლო მდედრებისა 42-70 კგ აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-24 წელია. ჰიმალაიური დათვი, ანუ აზიური დათვი ოდნავ პატარაა, ვიდრე მისი ამერიკელი ორეული და ბინადრობს აზიის ტყისა და მთიან რეგიონებში, მოყოლებული ირანიდან კორეასა და იაპონიის ჩათვლით. მისი ლათინური სახელწოდება „Selenarctos“ ნიშნავს „მთვარის დათვს“. ეს სახელი მან მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ მკერდზე ნახევარმთვარის ფორმის თეთრი ნიშანი აქვს. ჩვეულებრივ მისი ბეწვი მუქი შავი ფერისაა, თუმცა გვხვდება მურა ან მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობის ჰიმალაიური დათვიც.

დათვის ეს სახეობა საუკეთესო მცოცავია, ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს ხეზე ატარებს. აქ იგი ტოტებისგან ბუდეს მსგავს ადგილს აწყობს და ხილითა და ფოთლებით იკვებება.

მხოლოდ ჩრდილოეთ რეგიონებში მობინადრე ჰიმალაიური დათვი იკეთებს ბუნაგს, სადაც ზამთრობენ და შობენ ბელებს. სამხრეთის რაიონების აზიური დათვები ზამთრის ძილს ხანმოკლე პერიოდს უთმობენ, ან სრულიადაც არ სძინავთ, ჩამოდიან რა მეტად თბილ ადგილებში და მთელი ზამთრის განმავლობაში აქტიურ ცხოვრებას აგრძელებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: