| ქალაქი
იერუსალიმი
ירושלים
القُدس
|
ხედი ძველ იერუსალიმზე ზეთისხილის მთიდან |
| დროშა |
გერბი |
 |
 |
|
იერუსალიმი (ებრ. ירושלים - იერუშალაიმ, არაბ.: القُدس - ალ-კუდსი (ქართ. - წმინდა); ან أُورْشَلِيم - ურშალიმ - მხოლოდ ფორმალური, ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი) — ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის — მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695 000 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.
ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროსა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.
ახალი ქალაქი უბნებადაა გაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად და ხარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|
|
| ქალაქები |
|
 |
|
| დასახლებული პუნქტები |
|
|
| ადგილობრივი საკრებულოები |
|
|
|
|
|
|
|
|
| ცენტრალური აზია |
სამხრეთი აზია |
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია |
სამხრეთ-დასავლეთი აზია |
|
ასტანა, ყაზახეთი 5
ბიშკეკი, ყირგიზეთი
დუშანბე, ტაჯიკეთი
აშხაბადი, თურქმენეთი
ტაშკენტი, უზბეკეთი
პეკინი, ჩინეთი
ტოკიო, იაპონია
ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა
სეული, სამხრეთი კორეა
ულან-ბატორი, მონღოლეთი 1
ტაიბეი, ტაივანი
|
|
ნაიფიიდო, მიანმარი
პნომპენი, კამბოჯა
დილი, აღმოსავლეთი ტიმორი
ჯაკარტა, ინდონეზია
ვიენტიანი, ლაოსი
კუალა-ლუმპური, მალაიზია 3
პუტრაჯაია, მალაიზია 4
პორტ-მორსბი, პაპუა-ახალი გვინეა7
მანილა, ფილიპინები
სინგაპური, სინგაპური
ბანგკოკი, ტაილანდი
ჰანოი, ვიეტნამი
|
ერევანი, სომხეთი 6
ბაქო, აზერბაიჯანი 5
მანამა, ბაჰრეინი
ნიქოზია, კვიპროსი 6
კაირო, ეგვიპტე 5
თბილისი, საქართველო 5
ანკარა, თურქეთი 5
თეირანი, ირანი
ბაღდადი, ერაყი
იერუსალიმი, ისრაელი 6
ამანი, იორდანია
ელ-ქუვეითი, ქუვეითი
ბეირუთი, ლიბანი
მასკატი, ომანი
დოჰა, კატარი
ერ-რიადი, საუდის არაბეთი
დამასკო, სირია
აბუ-ზაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
სანა, იემენი
|
|
|
1 ხშირად ცენტრალური აზიის ნაწილად თვლიან. 2 სრული სახელია შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე.
3 ოფიციალური. 4 ადმინისტრაციული. 5 ტრანსკონტინენტული ქვეყანა. 6 მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ აზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები ევროპასთან. 7 მთლიანად მელანეზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან.
|
|