მიხაკის ხე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მიხაკის ხე | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Syzygium aromaticum | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მიხაკის ხე (Syzygium aromaticum, Eugenia caryophyllata) — მარადმწვანე ტროპიკული ხე მირტისებრთა ოჯახისა. მისი სამშობლოა მოლუკის კუნძულები. მოჰყავთ მრავალ ტროპიკულ ქვეყანაში. მცენარის ყველა ნაწილში ეთერზეთოვანი ჯირკვლებია; ეთეროვან ზეთს (მიხაკის ზეთი) იყენებენ პარფიუმერიასა და მედიცინაში, გამხმარ კოკრებს (მიხაკს) — სუნელ-სანელებლად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 47, თბ., 1984 წელი.