ინდუიზმი
| სტატიები თემატიკაზე ინდუიზმი |
|
| ისტორია · პანთეონი | |
| მიმართულებები · მითოლოგია | |
| რწმენა და პრაქტიკა | |
|---|---|
| რეინკარნაცია · მოკშა | |
| კარმა · პუჯა · მაია | |
| სამსარა · დჰარმა | |
| ნირვანა · | |
| ვედანტა · | |
| იოგა · აიურვედა | |
| იუგა · ვეგეტარიანელობა | |
| ბჰაკტი | |
| მწერლობა | |
| უპანიშადები · ვედები | |
| ბრაჰმანები | |
| რამაიანა · მაჰაბჰარატა (ბჰაგავადგიტა) |
|
| პურანები · არანიაკები | |
| შიკშაპატრი · ვაჩანამრუტი | |
| დაკავშირებული თემები | |
| დჰარმული რელიგიები · | |
| ინდუიზმი ქვეყნების მიხედვით | |
| მასწავლებლები · მანდირი | |
| კასტები · მანტრა | |
| ტერმინოლოგია | |
| კამასუტრა | |
| დღესასწაულები | |
| მურტი | |
ინდუიზმი (სანსკრ. सनातन, वैदिक, वर्णाश्रम धर्म sanātana, vaidika, varṇāśrama dharma ”მარადიული, ვედური, ვარნების და აშრამების კანონი”, ჰინდი: हिन्दू धर्म hindū dharma, იხ. დჰარმა) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს.
ინდუიზმის განვითარების ტრადიციული შეხედულება
ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო–დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.
არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.
ბრაჰმანიზმი ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ვრცელდება. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნიაა“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში.
გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვენი წელთაღრიცხვის IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯანაიზმი ერთერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა.
ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ–სამაია ან ჰინდუ–დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტიურად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ ეს არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.
ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაქტისტები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად და ნასტიკად. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.
ინდუიზმის ძირითადი პრინციპებია – წარმოდგენები კარმაზე, დჰარმაზე და სანსარაზე. ინდუისტებს თავისი წმინდა წიგნები აქვთ – ვედები, მაგრამ ინდუიზმს არ ახასიათებს რაიმე სახის მკაცრი კანონები. ინდუიზმი მხარს უჭერს ინდოეთის საზოგადოების კასტობრივ წყობას.
სექციების სია |
დემოგრაფია [რედაქტირება]
ჰინდუიზმი არის ინდოეთის უდიდესი რელიგია, 2001 წლის აღწერით, მას მოსახლეობის დაახლოებით 80.5% მიმდევარი ჰყავს რაც 960 მილიონ ადამიანს წარმოადგენს.[2] სხვა ქვეყნებიდან განსაკურებით დიდი რაოდენობა მიმდევარი ჰყავს ნეპალში (23 მილიონი), ბანგლადეშში (15 მილიონი) და ინდონეზიის კუნძულ ბალიზე (3.3 მილიონი).
ქვეყნები ინდუისტი მოსახლეობის პროცენტულობის მიხედვით (2008 წლის მიხედვით):
ნეპალი 86.5%[3]
ინდოეთი 80.5%
მავრიტანია 54%[4]
გაიანა 28%[5]
ფიჯი 27.9%[6]
ბჰუტანი 25%[7]
ტრინიდადი და ტობაგო 22.5%
სურინამი 20%[8]
შრი-ლანკა 15%[9]
ბანგლადეში 9.6%[10]
კატარი 7.2%
რეუნიონი 6.7%
მალაიზია 6.3%[11]
ბაჰრეინი 6.25%
ქუვეითი 6%
არაბთა გაერთიანებული საამიროები 5%
სინგაპური 4%
ომანი 3%
ბელიზი 2.3%
სეიშელის კუნძულები 2.1%[12]
მიმდევრების რაოდენობით ინდუიზმი მსოფლიოს მესამე რელიგიაა, ქრისტიანობის და ისლამის შემდეგ.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Banerji, S. C. (1992), Tantra in Bengal (Second Revised and Enlarged რედ.), Delhi: Manohar, ISBN 81-85425-63-9
- Basham, A.L (1999), A Cultural History of India, Oxford University Press, ISBN 0-19-563921-9
- Bhaktivedanta, A. C. (1997), Bhagavad-Gita As It Is, Bhaktivedanta Book Trust, ISBN 0-89213-285-X, http://bhagavadgitaasitis.com/, წაკითხულია: 2007-07-14
- Bhattacharyya, N.N (1999), History of the Tantric Religion (Second Revised რედ.), Delhi: Manohar Publications, ISBN 81-7304-025-7
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Resources for Scholars and Students
- All About Hinduism by Swami Sivananda (pdf)
- Heart of Hinduism: An overview of Hindu traditions
- Information on Hinduism or Santana dharma
- Ethical Democracy Journal - Notes on Hinduism
- Religious Tolerance page on Hinduism
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Jha, Preeti. “Guinness comes to east Delhi: Akshardham world’s largest Hindu temple“, The Indian Express, 2007-12-26. წაკითხვის თარიღი: 2008-01-02.
- ↑ CIA-The world factbook
- ↑ Nepal
- ↑ Dostert, Pierre Etienne. Africa 1997 (The World Today Series). Harpers Ferry, West Virginia: Stryker-Post Publications (1997), pg. 162.
- ↑ CIA - The World Factbook
- ↑ CIA - The World Factbook
- ↑ Bhutan
- ↑ Suriname
- ↑ Cash Advance | Debt Consolidation | Insurance | Free Credit Report at Srilankantourism.com
- ↑ SVRS 2010. Bangladesh Bureau of Statistics. წაკითხვის თარიღი: 02 September 2012.
- ↑ CIA - The World Factbook
- ↑ CIA - The World Factbook
| სტატიები თემაზე ინდუიზმი |
|||||
|---|---|---|---|---|---|
| წმინდა წერილები | მთავარი ღვთაებები | ცნებები | |||
|
ათარვავედა | აიურვედა | არანიაკა | ართაშასტრა | ბრაჰმასუტრა | ბჰაგავატაპურანა | ბჰაგავადგიტა | დევიბჰაგავატა | ვედა | ვედანგა | იაჯურვედა | კამასუტრა | მანუსმრიტი | მაჰაბჰარატა | რამაიანა | რიგვედა | სამავედა | სამჰიტა | უპანიშადა | პურანა | სმრიტი | შრუტი | |
ბრაჰმა | განეშა | დურგა | ვიშნუ | ინდრა | კალი | კრიშნა | ლაკშმი | მურუგანი | პარვატი | რამა | სარასვატი | სურია | შივა | ჯაგანნათა | ჰანუმანი | |
ართა | აუმ | აჰიმსა | აშრამა | ატმანი | ავატარა | ბჰაჯანა | ბჰაკტი | ბრაჰმანი | გაიატრი | გუნა | გურუ | დჰარმა | ვარნა | იანტრა | იუგა | კამა | კარმა | კირტანა | ლინგამი | მალა | მანტრა | მაია | მოკშა | მუდრა | პრასადამი | პარამაჰამსა | პრაკრიტი | პურუშა | რაჯასი | სადჰუ | სამადჰი | სამსარა | სამსკარა | სატვა | სატსანგა | სატი | სვამი | სვასტიკა | ტამასი | ტრიმურტი | ტულსი | შაკტი | წმინდა ძროხა | |

