სუმატრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუმატრა

სუმატრა (ინდონეზ. Sumatra, მალაიზ. Sumatera) — მალაის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული. ფართობი: 435 ათ.კმ². ის სიდიდით მსოფლიოს მე-6 კუნძულია.

ისტორია[რედაქტირება]

პირველი სახელმწიფო კუძულზე არსებობდა ჯერ კიდევ II საუკუნეში, VII საუკუნეში კუნძული თითქმის მთიანად ეკავა სახელმწიფო შრივიჯაიას, XIII-XVI ს.ს. სუმატრა შედის მაჯაპახიდის იმპერიის შემადგენლობაში, XVII-დან XX საუკუნის ჩათვლით კი იყო ოკუპირებული ნიდერლანდის მიერ. 1945 წლის 17 აგვისტოდან ინდონეზია ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, კუნძული სუმატრა კი მის შემადგენლობაში შედის.

კუნძულზე შენარჩუნებულია ბუდისტური სალოცავი „ბიარო“, რომელიც XI—XIV სს აშენდა.

მოსახლეობა[რედაქტირება]

სუმატრის მოსახლეობა დაახლოებით 45 მილიონი ადამიანია (2005) და ის მოსახლეობის რაოდენობით მე-4 კუნძულია მსოფლიოში. ძირითადი ქალაქებია: მედანი, პალემბანგი, პატანგი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 96 ად/კმ². სუმატრის მოსახლეობის 90 % ისლამის მიმდევარია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]