სპილოსებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


სპილოსებრნი
Afrikanischer Elefant, Miami.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ხორთუმიანები
ოჯახი: სპილოსებრნი
ლათინური სახელი
Elephantidae
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


სპილოსებრნი (Elephantidae) ძუძუმწოვრების ოჯახი ხორთუმიანების რიგისა. ტანად დიდი ცხოველები არიან. მათი სიმაღლე 3,5 მ, ხოლო მასა -4-5 ტ აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. ოჯახობა სპილოს ორი სქესის სამ სახეობასა მოიცავს.

აფრიკული სპილოები, Loxodonta

აფრიკული სავანის სპილო, Loxodonta africana

აფრიკული ტყის სპილო, Loxodonta cyclotis

ინდური სპილოები, Elephas

ინდური სპილო, Elephas maximus

დანარჩენი სახეობები, მათ შორის, მამონტები (Mammuthus), გამყინვარების პერიოდში ამოწყდნენ, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინათ დასრულდა. ვარაუდობენ, რომ სპილოები მეოთხეულ პერიოდში გაჩნდნენ. სპილოებზე ნადირობენ მათი ეშვების მოსაპოვებლად, რომელიც მორთულობებსა და სამკაულებში გამოიყენება. სპილოსებრთა საბოლოო გადაშენებისგან დასაცავად, ისინი საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანეს. ინდური სპილოები ადვილი გასაწრთვნელია. მათ ტრანსპორტის სახითაც გამოიყენებენ რთულად მისადგომ ადგილებში მორების გადასაზიდად. ინდურ სპილოს შევხვდებით ცირკშიც. აფრიკული სპილოები არ იწრთვნება.


[რედაქტირება] სპილოები ომში

ძირითადი სტატია : მებრძოლი სპილოები

სპილოები პირველად მიიჩვიეს და საომარ მოქმედებებში გამოიყენეს ინდოეთში (ფართოდ ცნობილი ფაქტია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქართან შეტაკებისას სპილოებიც იღებდნენ მონაწილეობას, სწორედ ინდოეთში). მოგვიანებით სპილოებს გამოიყენებდა როგორც ალექსანდრეს სპა, ასევე სხვა ელინისტური სახელმწიფოები. უნდა აღინიშნოს, რომ ბრძოლებში სპილოებს უმეტესად მოწინააღმდეგის დასაშინებლად იყენებდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპილოები სუსტი მებრძოლებია, მაგრამ სპილოების იძულება მტრებს დასხმოდნენ თავს და სასიკვდილოდ გასწორებოდნენ, მეტისმეტ სირთულეს წარმოადგენდა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე