პილპილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პილპილი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Piper | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
პილპილი (ლათ. Piper) — მცენარეთა გვარი პილპილისებრთა ოჯახისა. მცოცავი ბუჩქები (ლიანები), იშვიათად პატარა ხეები და ბალახებია. 700-მდე (სხვა მონაცემებით 2000-მდე) სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა შავი პილპილი (Piper nigrum), რომელიც ბუნებრივად იზრდება ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში. მისი გამხმარი ნაყოფი საუკეთესო სუნელ-სანელებელია (შავი პილპილი); შეიცავს ალკალოიდ პიპერინს და ეთეროვან ზეთებს. საღეჭი პილპილის (Piper betle) ფოთლებისაგან ამზადებენ ბეტელს. პილპილის ბევრ სხვა სახეობასაც (Piper cubeba, Piper longum) იყენებენ სანელებლად, აგრეთვე ამგზნებ ან სამკურნალო მცენარედ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 63, თბ., 1984 წელი.