ჯიქი
| ჯიქი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Panthera pardus | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
| არეალი | ||||||||||||||
ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera pardus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი. სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა — 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ. ჯიქი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია. წარსულში ის ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკასა და აზიაში, ამჟამად კი მთელ დედამიწაზე 40-50 ჯიქი ბინადრობს. საქართველოში ერთადერთი ჯიქი ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შენიშნეს. იგი წითელ ნუსხაში გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მდომ კატეგორიაშია შესული.
კვება [რედაქტირება]
ჯიქი ძირითადად იკვებება ანტილოპებით, ირმებით, შველით და სხვა, შიმშილობის დროს კი მღრღნელებით, მაიმუნებით, ჩიტებით. იშვიათად თავს ესხმის შინაურ ცხოველებს (ცხვრებს და ცხენებს). ასევე იტაცებს ძაღლებს, თავს ესხმის მგლებს და მელიებს. ის სხვა მტაცებლებს პარავს საჭმელს, მათ შორის ჯიქებსაც.
ქვესახეობები [რედაქტირება]
- აფრიკული ჯიქი (Panthera pardus pardus), აფრიკა
- ინდოჩინური ჯიქი (Panthera pardus delacouri), ინდოჩინეთი
- იავის ჯიქი (Panthera pardus melas), იავა
- ინდური ჯიქი (Pantherapardus fusca), ინდოეთი, სამხრეთ პაკისტანი, ნეპალი
- ცეილონური ჯიქი (Panthera pardus kotiya), ცეილონი
- ჩრდილოჩინური ჯიქი (Panthera pardus japonensis), ჩინეთი
- შორეული აღმოსავლეთის ჯიქი (Panthera pardus orientalis), რუსეთის შორეული აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ ჩინეთი, კორეა
- სპარსული ჯიქი (Panthera pardus saxicolor), წინა აზია
- არაბული ჯიქი (Panthera pardus nimr), არაბეთის ნახევარკუნძული; ხშირად აერთიანებენ სპარსულ ჯიქთან (Panthera pardus saxicolor)