შინტოიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შინტოს ლოგო

შინტოიზმი, იგივე შინტო (神道 Shintō) — უძველესი იაპონური რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც სულების თაყვანისცემას ეფუძნება. იაპონიაში 80 000-ზე მეტი შინტოს ტაძარია. სანამ სულების თაყვანსაცემად ტაძარში შევლენ, მორწმუნეები თითებს ისველებენ და პირს ირეცხავენ. შინტო მოისაზრება როგორც დამაკავშირებელი რგოლი იაპონიის წარსულსა და აწმყოს შორის.

შინტოიზმის ძირითადი პრინციპები[რედაქტირება]

შინტოიზმი წარმოიქმნა ძველი კულტიდან, რომელიც განასულიერებდა ბუნებას და აღმერთებდა გარდაცვლილ წინაპრებს. შინტოიზმის თანახმად, ადამიანი დასაბამს იღებს სულისაგან, ძლიერი ღმერთისაგან (კამი). ასეთი სულები და ღმერთები მრავალია. მათ შორის უპირველესია მზის ქალღმერთი ამატერასუ.

გარკვეულ პირობებში გარდაცვლილის სული შეიძლება კამით გაიქცეს. თავის მხრივ კი, კამის შეუძლია განსახიერდეს რიტუალურ საგნებში; მაგ., მახვილში, სარკეში, ღვთაების ფიგურაში, ფირფიტაში, რომელსაც ღვთაების სახელი აწერია; ამგვარი საგანი (სინტაი) თაყვანისცემის ობიექტი ხდება.

შინტოისტური კულტი 4 ელემენტს შეიცავს - განწმენდა (ჰარაი), მსვერპლშეწირვა (სინსეი), მოკლე ლოცვა (ნორიტო) და ზეთით კურთხევა (ნაორაი).

შინტოიზმის ისტორია[რედაქტირება]

V-VI სს-იდან შინტოისტურ ტაძრებს მთლიანად საიმპერატორო კარი განაგებდა. შინტოიზმს არ გააჩნია ერთიანი კანონიკური ლიტერატურა.

VII-VIII სს-ში იქმნება ძველი ისტორიული მითების, ლეგენდებისა და თქმულებების კრებული „კოძიკი“ („ძველ ამბავთა ჩანაწერი“) და „ნიჰონ სიოკი“ („იაპონიის ანალები“). კორეიდან და ჩინეთიდან VI ს. შეიჭრილმა ბუდიზმმა თანდათანობით შეზღუდა შინტოიზმი.

XI-XVI სს-ში ბუდიზმმა მოიპოვა უპირატესობა. მრავალი იაპონელი ორივე რელიგიას მისდევდა (მაგ., ქორწინება, ბავშვის დაბადება, ადგილობრივი დღესასწაულები შინტოსტური მოძღვრების მიხედვით სრულდებოდა, ხოლო სულის მოსახსენებელი რიტუალი უმთავრესად ბუდისტურ ტაძრებში ტარდებოდა).

XVII-XVIII სს-ში მოქმედებდა ე. წ. „ისტორიული სკოლა“ (მ. კამო, ნ. მოტოორი და სხვ.), რომელიც მიზნად ისახავდა შინტოიზმის განმტკიცებას და იმპერატორის კულტის აღორნებას.

1867-68 წლების რევოლუციის შემდეგ 1945 წლამდე შინტოიზმის ბუდიზმთან ერთად მფარველობდა იმპერატორი და მთავრობა. II მსოფლიო ომში (1939-45 წლები) იაპონიის დამარცხების შემდეგ შინტოიზმის პრესტიჟი დაეცა.

1945 წლის დეკემბერში შინტოისტური ტაძარი სახელმწიფოს გამოეყო, შინტოისტური ლიტერატურის ნაწილი აკრძალეს, სამღვდელოებამ დაკარგა თავისი ძველი ოფიციალური სტატუტი. 1946 წლის 1 იანვარს იაპონიის იმპერატორმა საჯაროდ უარყო თავისი „ღვთაებრივი“ წარმოშობა. მაგრამ შემდგომ შინტოიზმი თანდათანობით მომძლავრდა.

1966 წლის დეკემბერში მთავრობის გადაწყვეტილებით აღადგინეს ეროვნული დღესასწაული „იმპერიის დაარსების დღე“ - კიგენსეცუ. შინტოისტური ტრადიციით, ამ დღეს ძვ. წ. 660 ტახტზე ავიდა იმპერატორი ძიმუ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მსოფლიოს დიდი ატლასი, გვ. 133, თბილისი, 2009.