ჩხრიალა გველისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩხრიალა გველისებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: გველგესლასებრნი
ქვეოჯახი: ჩხრიალა გველისებრნი
ლათინური სახელი
Crotalidae

ჩხრიალა გველისებრნი (ლათ. Crotalidae) — შხამიანი გველების ქვეოჯახი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვთ თერმოლოკაციური აპარატი - ფოსო ნესტოსა და თვალს შორის, რომლის ფსკერზე ნერვული დაბოლოებები შეიგრძნობენ ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილებას (0,1 გრადუსი) ამიტომ გველი სიბნელეშიც გრძნობს მსხვერპლის მოახლოვებას. გავრცელებულნი არიან აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, უმთავრესად ტროპიკულ ტყეებში, ზოგი ნახევრად უდაბნოში, უდაბნოებსა და მთებში. დღისით იმალებიან სოროებში და ქვების ქვეშ. იკვებებიან ძირითადად ძუძუმწოვრებით, უმრავლესობა — კვერცხცოცხლადმშობია (ნაშიერები კვერცხის დადებისთანავე იჩეკებიან).

საჩხრიალე აპარატი

ჩხრიალა გველთა ორ ჩრდილოამერიკულ გვარს (Sistrurus, Crotalus) კუდი ბოლოზე აქვთ ტკაცუნა - სახეშეცვლილი ქერცლები, რომელთა ერთმანეთთან ხახუნი სწრაფი ვიბრაციისას მეტად თავისებურ ხმას გამოსცემს (ისმის 30 მ-ზეც). ჩხრიალა გველისებრთა ოჯახი აერთიანებს 18 გვარს 120 სახეობას. მათი ნაკბენი ადამიანისათვის მეტად საშიშია.

”ჩხრიალა გველისებრნი” უწინ დამოუკიდებელ ოჯახს წარმოადგენდა. ჩხრიალა გველები ითვლება გველების განვითარების მწვერვალად: შხამიანი აპარატის განვითარება უფრო მაღალ საფეხურზეა, მგრძნობელობის ორგანოებიც გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული, ახასიათებთ გამორჩეული სისწრაფე რეაქციისა. ნესტოსა და თვალს შორის არსებული ფოსო (თერმოლოკაციური აპარატი ) და საჩხრიალე აპარატი მიუთითებს მათი განვითარების უმაღლეს დონეზე.