სელაპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სელაპიფარფლფეხიანების რიგის ძუძუმწოვრების ორი ოჯახისნამდვილი სელაპების და ყურებიანი სელაპების საერთო სახელწოდება.

ნამდვილ სელაპებს (Phocidae) ყურის ნიჟარები არ გააჩნიათ, მათი ორივე წყვილი კიდური გარდაქმნილია ფარფლებად და ბრჭყალებით ბოლოვდება. უკანა ფარფლები უკნისაკენაა მიმართული და წყალში სამოძრაო აპარატს წარმოადგენს. აერთიანებს 12 გვარის 20-მდე სახეობას. ფართოდ არიან გავრცელებული; განსაკუთრებით ბევრია პოლარული წრის განედებში.

ყურებიან სელაპებს (Otariidae) ყურის პატარა ნიჟარები აქვთ, მათი წინა ფარფლები მოკლებულია ბრჭყალებს, უკანა ფარფლები წინისაკენ მოიკეცება და, ისე როგორც წინა ფარფლები, წარმოადგენს სხეულის საყრდენს ხმელეთზე მოძრაობისას. გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში:ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მხოლოდ წყნარ ოკეანეში, სამხრეთში–ყველა ოკეანეში. მათ განეკუთვნება ზღვის ლომები (5 გვარი 5 სახეობით) და ზღვის კატები (2 გვარის 6 ან 9 სახეობა).

ლიტერატურა[რედაქტირება]