ოსმალეთის იმპერია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსმალეთის უმაღლესი სახელმწიფო

دولت عالیه عثمانیه
იმპერია
Seljuk Sultanate of Rum 1190 Locator Map.svg

 
Flag of PalaeologusEmperor.svg
 
Mameluke Flag.svg






12991923 Flag of Turkey.svg





Ottoman Flag.svg Osmanli-nisani.svg
დროშა გერბი
დევიზი
دولت ابد مدت
სამარადისო სახელმწიფო
OttomanEmpireIn1683.png
ოსლმალეთის სახელწიფო
დედაქალაქი სოღუთი (1299-1326)
ბურსა (1326-1365)
ედირნე (1365-1453)
კონსტანტინოპოლი (სტამბოლი) (1453-1922)
ენა ოსმალური
ფულის ერთეული ლირა
ფართობი 5 500 000 კმ²
მოსახლეობა 35 350 000 კ.
მართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქია
დინასტია ოსმანები
სულტანი
 - 12811326 (პირვალი) ოსმან I
 - 19181922 (ბოლო) მეჰმედ VI

ოსმალეთის იმპერია (ოსმ.: دولت عليه عثمانيه Devlet-i Âliye-i Osmâniyye), ასევე ხშირად წოდებული, როგორც „თურქეთის იმპერია“, 1299—1923 წლებში არსებობდა. მისი ძლევამოსილების პერიოდში XVI—XVII საუკუნეებში იმპერიის ტერიტორია მოიცავდა ანატოლიას, ახლო აღმოსავლეთს, ჩრდ. აფრიკის ნაწილს და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისა და კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ტერიტორიის ფართობი დაახ. 5,6 მილიონ კმ²-ს შეადგენდა, თუმცა ის გაცილებით უფრო ვრცელ რეგიონს აკონტროლებდა მეზებელ რეიონებში, რომლებიც მეტწილად მომთაბარე ტომებით იყო დასახლებული. იმპერიას მჭიდო პოლიტიკური და კულტურული გაცვლა ჰქონდა როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის კულტურებთან მისი 624-წლიანი არსებობის განმავლობაში.

ოსმალეთის ექსპანსია

XVI—XVII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ერთეული გახდა, და მისი გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, უნგრეთის სამეფოსა და პოლონეთ-ლიტვის გაერთიანების სამხრეთში ევროპას დიდ საფრთხეს უქმნიდა. იმპერიის საზღვაო ფლოტიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვაზე. რამდენჯერმე ოსმალეთის არმია ცენტრალურ ევროპაშიც შეიჭრა, ვენის ალყით 1529 წელს და ხელმეორედ 1683 წელს ჰაბსბურგის სამფლობელოების დაპყრობის მცდელობაში. მათი განდევნა მხოლოდ ევროპის კოალიციის ძალებით მოხერხდა. ეს ერთადერთი არა-ევროპული ძალა იყო, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთის აღმავლობას XV—XX საუკუნეებში, რის გამოც იგი საბოლოოდ ევროპის ძალთა დაბალანსების პოლიტიკის ინტეგრირებული ნაწილი გახდა.

იმპერიის დაშლა პირველი მსოფლიო ომის პირდაპირი შედეგი იყო, როცა მოკავშირეთა ძალებმა დაამარცხეს აქსისის ძალები ევროპაში, ხოლო ოსმალეთის ძალები ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე. ომის დასასრულს ოსმალეთის მთავრობა დაიშალა და იმპერია გამარჯვებულმა ძალებმა გაიყვეს. მომდევნო წლებში ოსმალეთის იმპერიის ნაწილებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ერთ-ერთი მათგანი თურქეთის რესპუბლიკა იყო. ამ ახალმა რესპუბლიკამ ოსმანთა დინასტია თურქეთის 150 პერსონა ნონ გრატას სიაში შეიყვანა. მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 1974 წელს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ დართო ნება ოჯახის შთამომავლებს თურქეთის მოქალაქეობა დაებრუნებიათ, რომელიც ოჯახის მეთაურმა, ერთუგრულ ოსმან V-მ 2004 წელს დაასრულა.

[რედაქტირება] რელიგიური უმცირესობები

ოსმალეთის მრავალეროვან სამეფოში, მუსულმან ხალხთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ქრისტიანი და ებრაელი მრწამსის მიმდევრები. 1452 წელს, ებრაელი ისააკ ზარფატი, მიმართავდა ებრაელებს, რომ საცხოვრებლად ოსმალეთის სამეფოში გადასულიყვნენ. ციტატა წერილიდან: „მე ისააკ ზარფატი, მოვუწოდებ ევროპულ ებრაულ მოსახლეობას, დატოვონ ქრისტიანული ევროპა და გადმოვიდნენ ოსმალეთის სამეფოში. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი საკმარისია. აქ შეგიძლიათ შეიმოსოთ საუკეთესო ტანისამოსით… ნუთუ უკეთესი არ არის ისლამისტურ ქვეყანაში ცხოვრება, ვიდრე ქრისტიან ხალხში?“

XV საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის სამეფოს მოაწყდნენ ესპანეთიდან დევნილი ებრაელები, რომელთაც ესპანეთის მეფემ ფერდინანდ II და მისმა მეუღლემ იზაბელა I მხოლოდ ორი არჩევანის საშუალება მისცეს: ქრისტიანული მრწამსის აღიარება - , სხვა შემთხვევაში სამეფოს დატოვება. დაახლოებით 400 000 ებრაელი, ეგრეთ წოდებული სეფარდიმები, გადმოვიდნენ საცხოვრებლად ოსმალეთის სამეფოში. თავიანთი განათლების და ნიჭის წყალობით, მათ ქონდათ საშუალება ყოფილიყვნენ სულთანის ექიმები, მრჩევლები და ასევე მინისტრები სხვადასხვა საკითხებში.

ოსმალებმა ჩამოაყალიბეს ახალი სისტემა რელიგიური უმცირესობებისთვის „მილეტ“, რომლის წევრებიც ებრაული სინაგოგა და ქრისტიანული ეკლესიები იყვნენ. მათ დაუწესდათ წლიური გადასახადი, რომელიც მათი სახლების, სალოცავების და პირადი საკუთრების დასაცავდ იყო დაწესებული.


პირადი ხელსაწყოები