მუშკი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუშკი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ოჯახი: ირმისებრნი
სახეობა: მუშკი
ლათინური სახელი
Moschus moschiferus


სისტემატიკა
ვიკისახეობებში


სურათები
ვიკისაწყობში


მუშკი (Moschus moschiferus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1 მ, მასა 17 კგ აღწევს. უკანა კიდურები წინაზე გრძელია. რქები არ გააჩნია. მამალს ზედა ყბაზე უვითარდება 7-9 სმ სიგრძის ეშვები, ხოლო მუცელზე — მუშკის დიდი (6×3 სმ) ჯირკვალი, რომელიც მძაფრ სუნიან ნივთიერებას გამოყოფს. მუშკი გავრცელებულია აზიაში, ბინადრობს მთიან ტაიგაში. გვხვდება ერთეულებად, იშვიათად — მცირე ჯგუფებად. იკვებება მცენარეულობით, უმთავრესად მღიერებით. მუშკის ხორცი იჭმება, ტყავისაგან ნატს ამზადებენ, მუცლის ჯირკვლების სურნელოვან ნივთიერებას პარფიუმერიაში იყენებენ. რეწვა შეზღუდულია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 225, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები