მურა დათვი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურა დათვი
Brown bear.jpg
მურა დათვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: დათვისებრნი
გვარი: Ursus
სახეობა: მურა დათვი
ლათინური სახელი
Ursus arctos
დაცვის სტატუსი
არეალი
Ursus arctos distribution.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მურა დათვი (Ursus arctos), მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლისა. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ტყავს იყენებენ უმთავრესად ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოგან აზიანებს ნათესებს, თავს ესხმის შინაურ ცხოველებს.

[რედაქტირება] ქვესახეობები

  • ევრაზიული მურა დათვი (ursus arctos arctos) — ყველაზე გავრცელებული და ყველაზე პატარა ზომის მურა დათვი
  • გრიზლი (ursus arctos harribilis) — სხვა ქვესახეობებისაგან განსხვავდება შეფერილობით, ყველა თმის დაბოლოება ღია ფერისაა
  • კადიაკი (ursus arctos middendorfi) — ყველაზე დიდი რურა დათვია, ზრდასრული მამრი იწონის 780 კგ-მდე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ავალიანი რ., ქსე, ტ. 7, გვ. 197, თბ., 1984


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე