არაბული ენა
არაბული ენა - ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობის ენა. მიეკუთვნება აფრაზიული ოჯახის სემიტური ჯგუფის ენებს. იგი მუსლიმანთა საერთაშორისო საკულტო ენაა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 200 მლნ
- ენის კოდი: ar
- სახელწოდება: ar - Al-`Arabîa; en - Arabian; eo - Araba
- დამწერლობა: არაბული
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
- ალჟირი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ბაჰრეინი
- ეგვიპტე
- ერაყი - ქურთულთან ერთად.
- ერიტრეა - ტიგრინიასთან ერთად.
- იემენი
- იორდანია
- ისრაელი - ებრაულთაან ერთად.
- კატარი
- კომორის კუნძულები - ფრანგულთან და კომორულთან ერთად.
- ლიბანი
- ლიბია
- მავრიტანია
- მაროკო
- ომანი
- საუდის არაბეთი
- სირია
- სუდანი
- ტუნისი
- ქუვეითი
- ჩადი - ფრანგულთან ერთად.
- ჯიბუტი - ფრანგულთან ერთად.
გავრცელების არეალი:
ეგვიპტე, ალჟირი, მაროკო, ერაყი, საუდის არაბეთი, სუდანი, იემენი, სირია
[რედაქტირება] დიალექტები
არაბული ენა უძველესი დროიდანვე გამოირჩეობა დიალექტური დანაწევრებით. თანამედროვე სალაპარაკო არაბული დიალექტების 5 ძირითად ჯგუფად იყოფა: აღმოსავლური (მესოპოტამია), არავიული (საუდის არაბეთი ), ცენტრალურარაბული, ეგვიპტურ-სუდანური, ჩრდილოაფრიკული (მაღრიბის ქვეყნები).
[რედაქტირება] ისტორია
ლიტერატურული არაბული ენა ერთიანია. არაბულის კლასიკური ფორმა ჩამოყალიბდა V-VI სს-ის ისლამამდელი პოეზიაში და VII ს-ის ყურანის ენაში. არაბული ენის უძველესი წერილობითი ძეგლებია საბეური ანბანით (ძვ.წ. V - ახ.წ. IV სს.) შესრულებული სამუდის, ლიხიანის და საფის წარწერები, ნაბატეური დამწერლობით (IV ს.) შესრულებული ნებარული წარწერები და სხვა. კლასიკური არაბულის უძველესი წერილობითი ნიმუშია არაბული გრაფიკით გაფორმებული ყურანი (VII ს.).
[რედაქტირება] გრამატიკა
...
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - مرحبا - მარჰაბა; აჰლან; ას-სალაამუ ჸალაჲქუმ; აჰლან ვა საჰლან
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - مرحبا - მარჰაბა; აჰლან ვა საჰლან
- გმადლობთ - შუქრან
- კი / არა - لا / نعم -ნაჸამ; აჲვა / ლაა
- გეთაყვა - من فضلك - მინ ჶადლიქ
- ნახვამდის - ილა ლ-ლიკაა'; მაჸა ს-სალაამ
რიცხვები
- 1 - wa:hid, 2 - 'ithna:n, 3 - thala:thah, 4 - 'arba‘ah, 5 - xamsah, 6 - sittah, 7 - sab‘ah, 8 - thama:niyyah, 9 - tis‘ah, 10 - ‘asharah
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლექსიკონები, ქრესტომათიები, სახელმძღვანელოები
- წერეთელი გიორგი: არაბულ-ქართული ლექსიკონი - თბილისი : სტალინის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1951.
- წერეთელი, გიორგი: არაბული ქრესტომათია ლექსიკონითურთ / [შემდგ.: თ. მარგველაშვილი ; რედ.: ს. ჯიქია] - თბილისი : თბილისის უნ-ტის გამ-ბა, 2000.
- წერეთელი, გიორგი: არაბული ქრესტომათია - თბილისი : სტალინის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1949.
- ლეკიაშვილი, ალექსი: არაბული ენა წ. 1 : ფონეტიკა, სიტყვაწარმოება და მორფოლოგია - თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977.
- ანთიძე, ნინო: არაბული ენა : მეორე კლასი: (სწავლების პირველი წელი) - თბილისი : განათლება, 1983.
- ანთიძე, ნინო: არაბული ენა : მე-4 კლასი : (სწავლების მეორე წელი) - თბილისი : განათლება, 1987.
- ტატიშვილი მ., თვალიაშვილი ლ.: არაბული ენა : მე-5-მე-6 კლასი : (სწავლების მე-3 და მე-4 წელი) / [რედ.: კონსტანტინე წერეთელი] - თბილისი : განათლება, 2004.
- ლეკიაშვილი, ალექსი: არაბული ზმნის ფორმათა პარადიგმები / გიორგი წერეთლის რედ. და წინასიტყვაობით - თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1953.
- გობრონიძე, მანანა: შუა საუკუნეების არაბული ფონეტიკური თეორიის ძირითადი საკითხები (VIII-XIII ს.) / საქ. სსრ მეცნ. აკად., გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნ. ინ-ტი - თბილისი : მეცნიერება, 1980.
- მარგველაშვილი, თინა: ლექსიკურ-გრამატიკული განმარტებანი გიორგი წერეთლის "არაბული ქრესტომათიისათვის" - თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1981.
- ჟორდანია, ალექსანდრე: არაბული ენის ეგვიპტური დიალექტის მასალები / [რედ.: ვ. ახვლედიანი] ; თსუ - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1986.
- მარგველაშვილი, თინა: ლექსიკურ-გრამატიკული განმარტებანი გიორგი წერეთლის "არაბული ქრესტომათიისათვის" - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1981.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში