ათანასე ნიკიტინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათანასე ნიკიტინის ძეგლი ქალაქ ტვერში

ათანასე ნიკიტინი (რუს. Афанасий Никитин; დაბადების წელი უცნობია — გ. 1474 წელს სმოლენსკთან ახლოს) — რუსი მოგზაური და მწერალი.

1466 წელს სავაჭრო მიზნით გაემგზავრა ტვერიდან მდინარე ვოლგის შესართავისაკენ, გავიდა კასპიის ზღვაში, გაიარა დარუბანდი (ახლანდელი დერბენდი), ბაქო და ჩავიდა სპარსეთში. ქალაქ ჰორმუზიდან არაბეთის ზღვის გავლით 1472 წელს ინდოეთს მიაღწია, სადაც თითქმის 4 წელიწადს ცხოვრობდა და ბევრს მოგზაურობდა. უკან დაბრუნებისას გაიარა სპარსეთი, მივიდა ტრაპიზონამდე, გადასერა შავი ზღვა და ჩავიდა კაფაში (ახლანდელი ფეოდოსია). სამშობლოსაკენ მიმავალი გარდაიცვალაა სმოლენსკთან.

ნიკიტინმა შეისწავლა ინდოეთის მოსახლეობა, საზოგადოებრივი წყობა, სახელმწიფო მმართველობა, მეურნეობა, რელიგია და ყოფა, ბუნება. თავისი მოგზაურობა აღწერა თხზულებაში: „მოგზაურობა სამ ზღვას იქით“. უხვი ფაქტობრივი მასალა, ავტორის ფართო თვალსაწიერი და თავისი დროისათვის მოწინავე შეხედულებანი განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს ნიკიტინის თხზულებას ძველი რუსული ლიტერატურის ისტორიაში. მისი ეს ნაშრომი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

ქალაქ ტვერში დგას ნიკიტინის ბრინჯაოს ძეგლი.

თხზულება[რედაქტირება]

  • Хождение за три моря... 1466—1472, М., 1960.

ლიტერატურა[რედაქტირება]