სოღო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოღო
Tetrao urogallus Richard Bartz.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ქათმისნაირნი
ოჯახი: ხოხბისებრნი
ლათინური სახელი
Tetrao urogallus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 553893
NCBI 100830

სოღო (ლათ. Tetrao urogallus) — ფრინველი ხოხბისებრთა ოჯახისა. მამალი საშუალოდ იწონის 4100 გრამს, დედალი — 2000 გრამს. მამალს თავის ზედა ნაწილი, კისერი და ზურგი მონაცისფრო აქვს, ფრთები ყავისფერი, შავი და მწვანე ლითონისებურად მბზინვარე ჩიჩახვი. სხეულის ქვედა ნაწილი მუქია და მსხვილი თეთრი ლაქები აყრია. სოღო გვხვდება ევროპისა და აზიის წიწვოვან, შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. უკანასკნელი 100-200 წლის განმავლობაში სოღოს გავრცელების არეალი და რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო ადგილ-ადგილ ამოწყდა. დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნის შუა წლებში სოღო გაწყვიტეს, შემდეგ 1837 წელს შეიყვანეს იქ შვედეთიდან და „დასახლდა“. ბუდეს მიწაზე იკეთებს, დებს 6-8, იშვიათად 12-16 კვერცხს. კრუხობს დედალი 25-28 დღე-ღამე. ზაფხულში იკვებება ყლორტით, ყვავილებით, კვირტით, კენკრით, ბარტყი — მწერებითა და ობობებით; გაზაფხულზე ლარიქსის წიწვით, ზამთარში — ფიჭვისა და ნაძვის წიწვით, კვირტით. სოღო — სარეწაო და სპორტული ნადირობის ობიექტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სოღო&oldid=2644273“-დან