ვარანისებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარანისებრნი (Varanidae), ქვეწარმავალთა ოჯახი ხვლიკისნაირთა ქვერიგისა. შეიცავს მხოლოდ ერთი გვარის (Varanus) 24 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ზომიერ სარტყლებში (გარდა მადაგასკარისა). აქვთ გრძელი, ღრმად გაორკაპებული ენა. ბინადრობენ ბუჩქებით დაფარულ ღია ადგილებში, აგრეთვე წყალსატევებთან. ზოგს შეუძლია შვეულ ხეზე ასვლა, ძალიან სწრაფად დარბიან, კარგად ცურავენ. იკვებებიან ცოცხალი საკვებით (წვრილი ძუძუმწოვრები, ფრინველები, გველები, ამფიბიები, უხერხემლოები). ყველაზე დიდია კომოდოს ვარანისებრნი (Varanidae komodoensis), რომლის სიგრძე 3,7 მ აღწევს, ხოლო წონა 100 კგ. გავრცელებულია მხოლოდ კუნძულ კომოდოსა და მის მეზობელ 3 პატარა კუნძულზე.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 4, გვ. 298, თბ., 1979

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე