სპარსული ენა
ვიკიპედიიდან
სპარსული ენა, იგივე ფარსი — სპარსელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ირანულ ენებს. სპარსულთან ძალიან ახლოსაა დარი ანუ ქაბულის სპარსული ენა. განსხვავება მათ შორის უმნიშვნელოა, ლექსიკის დონეზე. სპარსულის დიალექტზე საუბრობენ ტაჯიკებიც. (იხ. ტაჯიკური ენა) დამწერლობა არაბულ გრაფიკაზე აქვს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: <50 მლნ
- ენის კოდი: fa
- სახელწოდება: fa - Farsi, Dari; en - Farsi, Persian; eo - Persa
- დამწერლობა: არაბული
ცნობილია სპარსული ენის სამი ფორმა: ძველი სპარსული - ამჟამად მკვდარი ენაა, ცნობილია ლურსმული წარწერებიდან (ძვ. წ. VI ს.); საშუალო სპარსული ანუ ფალაური - მკვდარი ენაა, იხმარებოდა ახ. წ. III-XI სს-ში; ახალი სპარსული - სალიტერატურო ენა IX საუკუნიდან.
თანამედროვე სპარსულის დიალექტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია თეირანის დიალექტი. იგი წარმოდგენს სალაპარაკო სპარსულის ფორმირების ძირითად წყაროს. სხვა დიალქტებია: ყაზვინი, მაჰალათი, ჰამადანი, ქაშანი, ისფაჰანი, სედეჰი, ქერმანი, არაკი, შირაზი, ჯაჰრომი, შაჰრუდი, კაზერუნი, მაშხადი და სხვა.
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
[რედაქტირება] გრამატიკა
...
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Salaam; dorud
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Khosh aamadid
- როგორ ბრძანდებით -hale shoma chetore
- გმადლობთ - Tashakkor; Motehshakeram
- კი / არა - Ba'leh; Balli / Nah; Ne
- გეთაყვა - Khahesh mikonam; Balii
- ნახვამდის - Khoda hafez ; bedrud
რიცხვები
- 1 - yek, 2 - do:, 3 - se, 4 - chahar: r, 5 - panj, 6 - shash, 7 - haft, 8 - hasht, 9 - no, 10 - dah
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მიქაშავიძე, მარინე, ნინო რამიშვილი: სპარსული ენა: მე-3 კლასი. სწავლების პირველი წელი, თბილისი: განათლება, 1983.
- გიუნაშვილი ჯემშიდ, ლილი ჟორჟოლიანი: სპარსული ენა: მე-3 კლ. (სწავლების მე-2 წელი), თბილისი: განათლება, 1986.
- ფუთურიძე, ვლადიმერ: სპარსული ენა: სავარჯიშო მასალა, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ნაკვ. 1, 1936.