ქორჭილასნაირნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქორჭილასნაირნი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Perciformes | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ქორჭილასნაირნი (Perciformes) — თევზების რიგი. აქვს 2 ზურგის ფარფლი. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების ქვემოთ ან მათ წინაა. ქორჭილასნაირთა რიგი მოიცავს 150 ოჯახის 6000 სახეობას, მათ შორის 20 საქართველოს წყლებშიც გვხვდება. ქორჭილასნაირნი ფართოდ არის გავრცელებული დედამიწის სხვადასხვა წყალსატევში — ზღვებსა და მტკნარ წყლებში. მრავალ ქორჭილასნაირნს სარეწაო მნიშვნელობა აქვს. მსოფლიო თევზრეწვაში განსაკუთრებით დიდი ადგილი უკავია სციენას, თინუსს, სკუმბრიას და სხვას. შავი ქორჭილა (Micropterus salmoides) და ტილაპია (Tilapia mosambica) სატბოტო თევზმეურნეობის ძვირფასი ობიექტია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 552, თბ., 1986 წელი.