კობრისებრნი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კობრისებრნი
Rutilus rutilus
Rutilus rutilus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
ლათინური სახელი
Cyprinidae

კობრისებრნი (Cyprinidae), თევზების ოჯახი კობრისნაირნი რიგისა. აქვთ ქერცლით დაფარული ან ტიტველი სხეული. ოჯახში 200-მდე გვარი და 1000-ზე მეტი სახეობაა. მტკნარი წყლის ან გამსვლელი თევზებია. ფართოდაა გავრცელებული. ყველაზე ბევრია სამხრეთ აზიასა და ტროპიკულ აფრიკის წყლებში, შავი, აზოვის, კასპიის ზღვეების აუზებში და მდინარე ამურში. კობრისებრთა უმრავლესობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ზოგი სატკბორო მეურნეობის და სელექციის კარგი ობიექტია, ზოგიც სააკლიმატიზაციოა. საქართველოში კობრისებრთა ოჯახიდან გვხვდება 22 გვარის 33 სახეობა. მ. შ. აკლიმატიზებულია და სარეწაო მნიშვნელობა აქვს სარკისებრ, კობრს, თეთრ ამურს, თეთრ სქელშუბლას, ჭრელ სქელშუბლას.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 567, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები