გაური

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაური
გაური
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Bibos gaurus
დაცვის სტატუსი

გაური (Bibos gaurus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. ხარის სიგრძე 3 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში - 2,2 მ; რქების სიგრძე 83 სმ. ფური უფრო პატარაა. გაურს მოყავისფრო-მოშავო ზურგი და გვერდები აქვს, მოყვითალო-მურა მუცელი, მოთეთრო ფეხები. გავრცელებულია ინდოეთში, ბირმაში და მალაკის ნახევარკუნძულზე. ცხოვრობენ ნახირებად. მაკეობა გრძელდება 8-9 თვემდე. გებს ერთ ხბოს. იკვებება ბალახოვანი მცენარეულობით, ფოთლებითა და ყლორტებით. მტაცებლური ნადირობის შედეგად გაური ბევრგან მოისპო. იყენებენ მის ხორცს, ტყავს. გაურის მოშინაურებული ფორმაა გაიალი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 14, თბ., 1978
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გაური&oldid=1848989-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე