არაბები

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაბები
العرب(ალ-ჰარებ)
არაბები
ფილიპე არაბიიოანე დამასკოელიალ-ქინდიალ-ხანსა
ფაისალ Iგამალ აბდულნარესიასმაჰანიმაი ზიადე
საერთო მოსახლეობა

დაახ. 350 - 422 მილიონამდე

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
არაბული ქვეყნები 339,510,535
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 12,000,000
ისრაელის დროშა ისრაელი 1,414,000
აშშ-ის დროშა აშშ 1,400,345
მექსიკის დროშა მექსიკა 1,066,825
ენები
არაბული ენა
რელიგიები
ისლამი, არიან ქრისტიანები (ძირითადად მართლეადიდებლები)

არაბებიარაბულენოვანი ხალხების (ალჟირელების, ეგვიპტელების, მაროკოელების და სხვა.) მეტაერთობა, დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის არაბული ქვეყნების ძირითადი მოსახლენი.

[რედაქტირება] მომთაბარე და მკვიდრი არაბები

ახ. წ. VI საუკუნეში არაბთა ბევრ ტომს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდა და ახალ-ახალი საძოვრების ძებნაში ადგილს იცვლიდა. გარკვეული ხნის შემდეგ ისევ ძველი ადგილს უბრუნდებოდა. მომთაბარე არაბები ბედუინების სახელით არიან ცნობილნი. მაგრამ ნამდვილ ბედუინებად ისინი ითვლებოდნენ, რომელთა ძირითად ქონებას აქლემების ჯოგი შეადგენდა. ესენი ზაფხულის თვეებს ჭებთან და წყაროებთან ატარებდნენ, წლის დანარჩენ დროს კი უდაბნოში ხეტიალობდნენ. მათი მთავარი ქონება გრძელი და დაბალი შავი ფერის თხის ბეწვისაგან მოქსოვილი ქარავი იყო. იყვნენ დამკვიდრებული არაბებიც, რომლებიც ოაზისებში მიწათმოქმედებას მისდევდნენ. მომთაბარე ბედუინები მათ უპირატესობას გრძნობდნენ და მათი ცხოვრების წესს ქედმაღლურად უყურებდნენ. არაბი ტომები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ და ერთმანეთისადმი დაპირისპირებული ტომობრივ-გვაროვნულ კავშირებში იყვნენ გაერთიანებულნი. მიუხედავად საერთო ენისა, ცალკეული გაერთიანებები საერთო წინაპარს არ აღიარებდნენ, არც საერთო სახელწოდება ჰქონდათ. მათ შორის იყო განუწყვეტელი შუღლი, თავდასხმები, საქონლის მოტაცებანი, ბრძოლა საუკეთესო საძოვრებისათვის.


პირადი ხელსაწყოები