ჩუკოტკის ნახევარკუნძული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჩუკოტკის ნახევარკუნძული | |
| მდებარეობა | აზია |
| აკვატორია | ბერინგის ზღვა, ანადირის ყურე, ჩუკოტკის ზღვა |
| კოორდინატები | / |
| ქვეყანა | |
| მოსახლეობა (1990) | 155,000 |
ჩუკოტკის ნახევარკუნძული — ნახევარკუნძული აზიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის ფედერაციის მაგადანის ოლქში. აკრავს ბერინგის ზღვის ანადირის ყურე და ჩუკოტკის ზღვა. ჩუკოტკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის დაბოლოებაა დეჟნევის კონცხი. ზედაპირის დიდი ნაწილი ჩუკოტკის მთიანეთს უკავია.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, გვ. 170, თბ., 1987 წელი.