ობი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ობი
ობის აუზი
ობის აუზი
დახასიათება
სიგრძე 2,962კმ. კმ
აუზის ფართობი 2,582,672 კმ² კმ²
ჩაედინება კარის ზღვა, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე
ქვეყნები რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქები ბარნაული, ნოვოსიბირსკი, ნიჟნივარსტოკი

ობი (რუს. Обь) - მდინარე რუსეთში, დასავლეთ ციმბირში. რუსეთის სიგრძით მეოთხე მდინარე (სიგრძე 2,962 კმ). ობს მსოფლიოში უგრძესი შესართავი აქვს. აუზის ფართობი შეადგენს 2,972,497 კმ²-ს.

მდინარე წარმოიქმნება ალტაის მხარეში, ქალაქ ბისკიდან 26 კმ-ის მოშორებით, მდინარეების - ბიასა და კატუნის შეერთების შედეგად. თავის მხრივ, ორივე ეს მდინარე ალტაის მთებში იღებს სათავეს, ბია გამოედინება ტელეცკოეს ტბიდან, ხოლო კატუნი ბელუხას მთიდან. წარმოქმნის შემდეგ, ობი მიიკლაკნება ჯერ ჩრდილოეთით და შემდეგ დასავლეთით, სანამ ის მიაღწევს 55° ჩ-ს, სადაც ის გეზს ჩრდილო-დასავლეთისკენ იღებს, შემდეგ კი კვლავ ჩრდილოეთით, სადაც წარმოქმნის 970 კმ-ის ობის ყურეს, კარის ზღვის ნაწილს.

ობი ქალაქ ბარნაულთან

ობს მრავალი შენაკადი აქვს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ირტიში, რომელიც ჩინეთში იღებს სათავეს. აღსანიშნავია, რომ ირტიში, მისი სათავიდან ობთან შერწყმამდე, ამ უკანასკნელზე გრძელია.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ობი&oldid=1875674-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე