დედამიწა
ვიკიპედიიდან
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბინებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი.
სექციების სია |
[რედაქტირება] დედამიწის აგებულება
[რედაქტირება] შინაგანი აგებულება
დედამიწა რამდენიმე თითქმის კონცენტრული შრისაგან შედგება: დედამიწის ქერქისაგან, მანტიისაგან ( ეს უკანასკნელი დედამიწის ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს) და ბირთვისაგან.
ეს აგებულება დადგენილ იქნა სეისმური ტალღის მიწისძვრის კერიდან ზედაპირის სხვადასხვა წერტილებამდე გავრცელების შესწავლით. სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე უეცრად იცვლება ერთი ფენიდან მეორე ფენაში გადასვლისა, რაც ფენების შედგენილობის განსხვავებითაა გამოწვეული. დედამიწის ასეთი აგებულება ადვილად იხსნება მისი ჩამოყალიბების ისტორიით - მეტეორიტების აკრეციით, რამა გამოიწვია თხევად ფაზაში მისი განშრევება სიმკვრივის კლებადობით ბირთვიდან ქერქის მიმართულებით.
[რედაქტირება] დედამიწის ქერქი
დედამიწის ქერქი მყარი დედამიწის ზედა ნაწილია, მისი ზედაპირი ძალიან ახალგაზრდაა. მანტია გამოყოფილია სეისმური ტალღის სიჩქარის მკვეთრი გაზრდით - (მოჰოროვიჩიჩის საზღვრით. არსებობს ორი სახეობის ქერქი: ოკეანური და კონტინენტური. კონტინნეტური ქერქის აგებულებაში გამოიყოფა სამი გეოლოგიური შრე: დანალექი სარჩული, გრანიტული და ბაზალტური. ოკეანური ქერქი ძირითადად ფუძური შედგენილობის ქანებისაგან შედგება, რომელსაც ზემოდან ეკვრის დანალექი სარჩული.
დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს ტექტონიკა.
- ჩრდილოეთი ამერიკის ფილა - ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილო-დასავლეთი ატლანტიკა და გრენლანდია
- სამხრეთი ამერიკის ფილა - სამხრეთი ამერიკა და სამხრეთ-დასავლეთი ატლანტიკა
- ანტარქტიკული ფილა - ანტარქტიკა
- ევრაზიული ფილა - ჩრდილო-აღმოსავლეთი ატლანტიკა, ევროპა და აზია ინდოეთის გარდა
- აფრიკული ფილა - აფრიკა, ატლანტიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ინდოეთის ოკეანის დასავლეთი
- ინდოავსტრალიური ფილა - ინდოეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ინდოეთის ოკეანის უდიდესი ნაწილი
- ნასკას ფილა - წყნარი ოკეანის სამხრეთი რომელიც ეკვრის სამხრეთ ამერიკას
- წყნარი ოკეანის ფილა - წყნარი ოკეანის უდიდესი ნაწილი.
არსებობს ოციოდე პატარა ფილაც, როგორიცაა, მაგ. არაბეთის, ფილიპინების.
[რედაქტირება] დედამიწის ზომები
- ეკვატორული რადიუსი - 6 378 კმ
- პოლარული რადიუსი - 6 357 კმ
- საშუალო რადიუსი - 6 371 კმ
- ეკვატორის სიგრძე - 40 076 კმ
- მერიდიანის სიგრძე - 40 008 კმ
- დედამიწის ზედაპირი - 510 მლნ კმsup>2
- მსოფლიო ოკეანის ზედაპირი - 361 მლნ კმsup>2 (70,8 %)
- ხმელეთის ზედაპირი - 149 მლნ კმsup>2 (29 %)
- დედამიწის მოცულობა - 1 089 x 320 მ3
- დედამიწის მასა - 5,975 x 10 24, რომელთაგან 7% წყალზე მოდის
- დედამიწის საშუალო სიმკვრივე - 5.52 გ/სმ3
|
|
|---|
|
|
| მზე · მერკური · ვენერა · დედამიწა · მარსი · ცერერა · იუპიტერი · სატურნი · ურანი · ნეპტუნი · პლუტონი · ერისი |
| იხ. ასევე ასტრონომიული ობიექტები, მზის სისტემის ობიექტების სია, რადიუსის მიხედვით ან მასის მიხედვით, და მზის სისტემის პორტალი |

