ტაკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბანგლადეშური ტაკა
টাকা
1 ტაკა
1 ტაკა
კოდი ISO 4217 BDT
ქვეყანა ბანგლადეში
ოფიციალური
მომხმარებლები
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
შედგება 100 პაისა
სიმბოლო Sign for Bangladeshi taka
მონეტები 1, 5, 10, 25 და 50 პაისა და 1, 2 და 5 ტაკა
ბანკნოტები 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 500 და 1000 ტაკა
ცენტრალური ბანკი ბანგლადეშის ბანკი
გაცვლითი კურსი
( 29 სექტემბერი 2011 თვის)
1 USD = 68,875 BDT
1 EUR = 100,7092 BDT

ტაკა — ფულის ერთეული ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში. 1 ტაკა შედგება 100 პაისისგან. ISO 4217 კოდი — BDT. აბრევიატურა — Tk.

ისტორია[რედაქტირება]

1971 წელს აღმოსავლეთ ბენგალიის ყოფილი პროვინცია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ბანგლადეში, რომლის ფულის ერთეული იყო პაკისტანური რუპია. 1972 წელს პაკისტანური რუპია შეცვალა ახალმა ვალუტამ «ტაკა»მ. სიტყვა ტაკა იყო ძველად ვერცხლის მონეტის სახელი და ეს ტერმინი ფართოდ იყო გავრცელებული ინდოეთის სხვადასხვა ნაწილებში, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობით. არაბი მოგზაურის იბნ ბატუტას თქმით ბენგალიაში ხალხი ოქროს მონეტას აღწერდნენ როგორც ოქროს ტაკას, ხოლო ვერცხლის მონეტას, როგორც ვერცხლის ტაკას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ყველა სახის ლითონის მონეტას ბენგალიელები უწოდებდნენ ტაკას.

მონეტები[რედაქტირება]

1973 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 5, 10, 25 და 50 პაისა. 1974 წელს დაემატა 1 პაისას ნომინალის მონეტა, ხოლო 1975 წელს 1 ტაკა. 1, 5 და 10 პაისა მოჭრილია ალუმონისგან, 25 და 50 პაისა ფოლადისგან და 1 ტაკი სპილენძ-ნიკელისგან. 5 პაისა კვადრატული ფორმისაა მომრგვალებული კუთხეებით.

1 და 5 პაისა იშვიათად გვხვდება მიმოქცევაში. 10, 25 და 50 პაისას არ გააჩნია ფართო ტირაჟი. მხოლოდ 1, 2 და 5 ტაკა რეგულარულად გვხვდება მიმოქცევაში.

ბანკნოტები[რედაქტირება]

1972 წელს მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინალით 1, 5, 10 და 100 ტაკა, მას მოჰყვა 1975 წელს 50 ტაკა, 1977 წელს 500 ტაკა და 1980 წელს 20 ტაკა.

2000 წლს ხელისუფლებმა ცდას სახით გამოუშვა პოლიმერის 10 ტაკა, მაგრამ ის მოსახლეობაში არაპოპულარული გახდა. ამჟამად ბანკნოტები ნომინალით 1 და 5 ტაკა თანდათან იცვლება მონეტებით.

2008 წელს ხელისუფლებამ გამოუშვა ბანკნოტი 1000 ტაკა.

2011 წელს ბანგლადეშის ბანკმა დაიწყო ბანკნოტების ახალი სერიის გამოშვება.

ნომინალი ავერსი Rრევერსი
1 ტაკა 1 ტაკა ავერსი.jpg 1 ტაკა რევერსი.jpg
5 ტაკა 5 ტაკა ავერსი.jpg 5 ტაკა რევერსი.jpg
10 ტაკა 10 ტაკა ავერსი.jpg 10 ტაკა რევერსი.jpg
50 ტაკა 50 ტაკა ავერსი.gif 50ტაკა რევერსი.gif
100 ტაკა 100 ტაკა. რევერსი.jpg
500 ტაკა 500 ტაკა ავერსი.jpg 100 ტაკა რევერსი.jpg

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

მსოფლიოს ვალუტები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტაკა&oldid=2665252“-დან