კავაბატა იასუნარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იასუნარი კავაბატა
Yasunari Kawabata 1951.jpg
დაბადების თარიღი:

14 ივნისი, 1899

დაბადების ადგილი:

ოსაკა, იაპონია

გარდაცვალების თარიღი:

16 აპრილი, 1972

გარდაცვალების ადგილი:

კამაკურა, კანაგავა, იაპონია

ეროვნება:

იაპონელი

საქმიანობა:

მწერალი

ჟანრი:

მოთხრობები, რომანები

კავაბატა იასუნარი (დ. 11 ივნისი, 1899, ოსაკა — გ. 16 აპრილი, 1972, ძუსი), იაპონელი მწერალი. იაპონიის ხელოვნების აკადემიის წევრი (1953). ნობელის პრემიის ლაურეატი (1968). თხზულებებს აქვეყნებდა 1921-იდან. 20-იან წლებში ემხრობოდა ნეოსენსუალისტების მოდერნისტულ ჯგუფს. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ლირიკული მოთხრობა „იძუელი მოცეკვავე“ (1926). ჯ. ჯოისის „ულისეს“ გავლენით შექმნილ მოთხრობაში „კრისტალური ფანტაზია“ (1931) კავაბატამ მოგონებათა ფრაგმენტების საშუალებით წარმოსახა მარტოხელა ქალის ცხოვრება. მისი მოთხრობა „თოვლიანი ქვეყანა“ (1937) პოეტური ასოციაციებით ურთიერთდაკავშირებულ ნოველებს შეიცავს. კავაბატას მოთხრობას „ათასფრთიანი წერო“ (1951 (თარგმნილი ქართულად — „ინტელექტი“, 2009), იაპონიის ხელოვნების აკადემიის პრემია) საფუძვლად უდევს ჩაის კულტთან დაკავშირებული ძველი იაპონიის წეს-ჩვეულება. შინაგანი ლირიზმითაა გამსჭვალული რომანები „მთის კვნესა“ (1953), „ძველი დედაქალაქი“ (1961). კავაბატას მოთხრობა „მშვიდობის ბუდე“ თარგმნილია ქართულად („საუნჯე“, 1979, N 1). კავაბატა კლასიკური ეროვნული ლიტერატურის მიმდევარია. მის შემოქმედებას ახასიათებს სწრაფვა ფსიქიკური ანალიზისკენ, ინტერესი ქვეცნობიერისადმი, აგრეთვე ნატიფი სტილი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 296-297, თბ., 1980


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე