ბერინგის სრუტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერინგის სრუტის თანამგზავრული ფოტო
სრუტეში მდებარე პატარა დიომიდის (აშშ, მარცხნივ) და დიდი დიომიდის (რუსეთი, მარჯვნივ) კუნძულები

ბერინგის სრუტე (რუს. Берингов пролив) — სრუტე აზიის კონტინენტის უკიდურეს აღმოსავლეთს, დეჟნევის კონცხსა და ჩრდილოეთ ამერიკის უკიდურეს დასავლეთს — ალასკის ნახევარკუნძულის უელსის პრინცის კონცხებს შორის. სრუტე პოლარული წრისგან ოდნავ სამხრეთით მდებარეობს.

ბერინგის სრუტე არაერთელ გამხდარა მეცნიერთა კვლევის ობიექტი, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ აზიიდან ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანები სწორედ ამ სრუტის გავლით, ე. წ. „მიწის ხიდის“ საშუალებით გადავიდნენ, როდესაც აქაურობა ყინულებით ჩაიხერგა და ოკეანის დონე საგრძნობლად დაეცა.

სრუტის სიგანე დაახლოებით 85 კმ-ია, საშუალო სიღრმე 30-49 მეტრი. ერთმანეთთან აერთებს ჩუკოტკის ზღვას (ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ნაწილი) და ბერინგის ზღვას (წყნარი ოკეანის ნაწილი). მიუხედავდა იმისა, რომ სრუტეში პირველად სიმონ დეჟნიოვმა გაიარა 1648 წელს, მას სახელი მაინც დანიელი მკვლევრის, ვიტუს ბერინგის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც აქ 1728 წელს გაიარა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]