არაბეთის გაერთიანებული საამიროები
ვიკიპედიიდან
|
|||||
| ჰიმნი: იში ბილადი | |||||
| დევიზი: „ღმერთი, ერი, პრეზიდენტი“ | |||||
| დედაქალაქი | აბუ-დაბი |
||||
| უდიდესი ქალაქი | დუბაი | ||||
| ოფიც. ენები | არაბული | ||||
| მთავრობა | ფედერალური კონსტიტუციური მონარქია | ||||
| -პრეზიდენტი | ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნარიანი | ||||
| ფართობი - საერთო |
83,600 კმ² (116-ე) |
||||
| მოსახლეობა - 2005 სავ. - 2006 ცენზი - სიმჭიდროვე |
4,496,000 (113-ე) 4,588,697 64 ად/კმ² (143-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2007მიახლ. $159.3 მილიარდი (54-ე) $35,516 (მე-16) |
||||
| აგი (2007) | |||||
| ვალუტა | ემირატების დიჰრემი (AED) |
||||
| დროის სარტყელი | (UTC +4სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | (UTC +4სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | ARE | ||||
| ccTLD | .ae | ||||
| სატელეფონო კოდი | +971 |
||||
არაბეთის გაერთიანებული საამიროები შემოკლებით ემირატები მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია საუდის არაბეთი, კატარი და ომანი. ემირატები დაარსებულ იქნა 1972 წლის 2 დეკემბერს როცა ბრიტანეთის პროტექტორატი დამთავრდა და საამიროები ფედერაციად გაერთიანდნენ.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური : არაბეთის გაერთიანებული საამიროები
- ეროვნული : الإمارات العربيّة المتّحد (ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა)
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: კატარი, საუდის არაბეთი, ომანი.
- ფართობი : 83.600 კმ².
- უმაღლესი წერტილი : ჰაჯარის მთები
- ქვეყნის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. მოსახლეობა ცხობრობს ზღვისპირა ზონაში ან ოაზისებში. 1970 წლიდან დაიწყო სარწყავი არხების დაყვანა ოაზისების მიმდებარე უდაბნოებში და მათი ნაყოფიერ მიწებად გადაქცევის პროცესი.
- კლიმატი : ემირატები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სახელმწიფოა.
- აბუ დაბის წლიური საშუალო ტემპერატურის სკალა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
[რედაქტირება] სახელმწიფო
ფედერაციული ინსტიტუტები
უზენაესი საბჭო შედგება 7 საამიროს მმართველებისაგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 5 წლის ვადით. არაოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობა აბუ დაბის შეიხეის ალ-ნაჰიანებს გადეცემათ მემკვიდრეობით, პრემიერ-მინისტრობა კი დუბაის შეიხებს ალ-მაკტუმებს. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40 კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. დუბაის და რას ალ-ხაიმას საამიროების გარდა ყველა საამირო საკავშირო სასამართლო სისტემას ექვემდებარება. ემიირატების ყველა საამიროში მოქმედებს აგრეთვე ისლამური სამართალი.
7 საამირო და მათი მმართველები
- აბუ დაბი - შეიხი ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი 2004 წლიდან
- აჯმანი - შეიხი ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ-ნუაიმი 1981წლიდან
- დუბაი - შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მოკტუმი 2006 წლიდან
- ფუჯაირა - შეიხი ჰამად ბინ მუჰამედ ალ-შარქი 1974 წლიდან
- რას ალ-ხაიმა - შეიხი საქრ ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1948 წლიდან
- შარჯა - შეიხი სულტან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1987 წლიდან
- უმ ალ-ქუვაინი - შეიხი რაშიდ ბინ აჰმედ ალ-მუალა 1981 წლიდან
[რედაქტირება] დემოგრაფია
უდიდესი ქალაქებია (1 იანვარი, 2005)
- დუბაი : 1.137.347
- აბუ-დაბი : 603.492
- შარჯა : 543.733
- ალ-აინი : 408.733
- აჯმანი : 226.172
- საშ ალ-ხაიმა : 115.949
მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, მცირე ნაწილი აღიარებს შიიზმს. ემირატებში ბევრია სამუშაოდ ჩასული უცხოელები. მათი უმრავლესობა ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ფილიპინებიდანაა
[რედაქტირება] ეკონომიკა
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
|
|
|---|
|
ავღანეთი · აზერბაიჯანი1 · არაბეთის საემიროები · აღმ. ტიმორი4 · ბაჰრეინი · ბანგლადეში · ბჰუტანი · ბრუნეი · კვიპროსი · ეგვიპტე3 · ერაყი · ვიეტნამი · თურქეთი1 · თურქმენეთი · ინდოეთი · ინდონეზია4 · ირანი · ისრაელი · იაპონია · იემენი3 იორდანია · კამბოჯა · კატარი · ჩრდ. კორეა · სამხ. კორეა · ლაოსი · ლიბანი · მალაიზია · მალდივის კუნძულები · მონღოლეთი · მიანმარი · ნეპალი · ომანი · პაკისტანი · რუსეთი1 · საუდის არაბეთი · საქართველო1 · სინგაპური · სირია · სომხეთი · ტაივანი2 · ტაილანდი · ტაჯიკეთი · უზბეკეთი · ფილიპინები · შრი-ლანკა · ჩინეთი · ქუვეითი · ყაზახეთი1 · ყირგიზეთი დამოკიდებული და სხვა ტერიტორიებისთვის, იხ. დამოკიდებული ტერიტორია და არცნობილი ქვეყნების სია. 1 ნაწილობრივ ევროპაშია. 2 ტაივანი ოფიციალურად არ არის ცნობილი გაეროს მიერ; იხ. ტაივანის პოლიტიკური სტატუსი. |

