ჭოროხი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭოროხი
სიგრძე: 438 კმ
აუზის ფართობი: 22000 კმ2
ჩაედინება: შავი ზღვა
ქვეყნები: თურქეთი და საქართველო
ქალაქები: ართვინი და ბაიბურთი

ჭოროხიმდინარე თურქეთსა და საქართველოში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას. აუზის ფართობი 22 ათასი კვ.კმ-ია, წყლის საშუალო ხარჯი - 285 კუბ.მ/წმ, ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი ბაიბურთი, სპერი (ისპირი), ართვინი, ბორჩხა, აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერის კაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი.

[რედაქტირება] შენაკადები

პირადი ხელსაწყოები