ესპანეთი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Reino de España
ესპანეთის სამეფო
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Marcha Real
დევიზი: Plus Ultra
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი მადრიდი
40°26′N 3°42′W
უდიდესი ქალაქი მადრიდი
ოფიც. ენები ესპანური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
  -მეფე ხუან კარლოს I
  -პრ.-მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
504,782 კმ² (51-ე)
 
  1.04%
მოსახლეობა
 - 2007 სავ.
 - სიმჭიდროვე
 
45,116,894 (28-ე)
79 ად./კმ² (106-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2006მიახლ.
$1.261 მილიარდი (მე-11)

$27,950 (27-ე)
აგი (2005) 0.949 (მაღალი) (მე-13)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
  -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი ESP
ccTLD .es
სატელეფონო კოდი +34

ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España), - ქვეყანა, განთავსებულია ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი),სახელმწიფოს მეთაური არის - მეფე ხუან კარლოს I. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება.

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად - ესპანეთის სამეფო; ესპანურად - Reino de España.
  • ეტიმოლოგია - სავარაუდოდ სახელს სემიტური წარმომავლობა აქვს და ნიშნავს „დამალულს“. სხვა ვერსიით იგი ფინიკიურისგან წარმოსდგება და ნიშნავს “კურდღლების სანაპიროს”.
  • ქვეყნის კოდი - ES.

[რედაქტირება] გეოგრაფია

Autonomous communities of Spain no names.svg

Flag of the Balearic Islands.svg
Bandera de Andalucía.svg
Bandera de Castilla y León.svg
Flag of the Land of Valencia (2x3 ratio).svg
Bandera Castilla-La Mancha.svg
Flag of Aragon.svg
Flag of the Community of Madrid.svg
Flag of La Rioja (with coat of arms).svg
Flag Melilla.svg
Flag Ceuta.svg
Flag of Catalonia.svg
Flag of Cantabria.svg
Flag of the Basque Country.svg
Flag of Galicia.svg
Flag of Extremadura with COA.svg
Flag of Navarre.svg
Flag of Asturias.svg
Flag of the Canary Islands.svg
Flag of the Region of Murcia.svg

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს და პირენეის ნახევარკუნძულის 84% უკავია. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. მას ეკუთვნის კუნძულები ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, ასევე ტერიტორიები ჩრდილოეთ აფრიკაში. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის პლატოები და მთები. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულის (მათ შორის ნახშირითა და ვერცხლისწყლით).

ესპანეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილში ჰავა ხმელთაშუა ზღვიურია. შიგა რაიონებში კი უფრო კონტინენტურია. ტყეებს ტერიტორიის მხოლოდ 10% უკავია.

  • ფართობი - 504.782 კვ.კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონები – ცენტრალური ესპანეთი (el Centro) მესეტის პლატოთი, ჩრდილოეთი (el Norte), აღმოსავლეთი (el Este) ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, სამხრეთი (el Sur) ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მოქცეული არე. მთათა სისტემები - პირენეები, სიერა მორენა, იბერიისა და კანტაბრიის მთები; უმაღლესი მწვერვალები (მ) - პიკო დე ტეიდე 3.718 (კანარის კ-ებზე), მულასენი 3.478, პიკო დე ანეტო 3.404; მთავარი მდინარეები (კმ) - ებრო 910, ტახო (ტეჟუ) 790 (სულ 1.007), გვადიანა 778, დუერო 700 (სულ 895), გვადალკვივირი 657; უდიდესი ტბა - ემბალსე დე ალკანტარა (ხელოვნური); მთ. კუნძულები (კვ.კმ) - კანარის 7.447 (მათ შორის: ტენერიფე 2.034, ფუენტევენტურა 1.660, დიდი კანარი 1.560, ლანზაროტე 846, ლა-პალმა 708), ბალეარის 4.992 (მათ შორის: მაიორკა 3.640); კლიმატი - ოკეანური, ზომიერი.
  • ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, რკინის მადანი, ურანი, ვერცხლისწყალი, პირიტი, თაბაშირი, თუთია, ტყვია, ვოლფრამი, სპილენძი, ჰიდროენერგია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.


[რედაქტირება] სახელმწიფო

ესპანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია
  • პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური - მეფე ხუან კარლოს I (Juan Carlos I,1975).
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო – გენერალური კორტესები, შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი).
  • ეროვნული დღესასწაული - 12 ოქტომბერი - ესპანელი ერის დღე (ქ.კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის თარიღი).

[რედაქტირება] დემოგრაფია

სამეფოს მოსახლეობა მრავალფეროვანია. ეროვნულ უმცირესობაში გამოირჩევიან ბასკები, გალისიელები და კატალონიელები. სიმჭიდროვე მაღალია ცენტრსა და სანაპირო ზოლში. მოსახლეობის 80% ცხოვრობს ქალაქებში. გაბატონებული რელიგია კათოლიციზმია.

[რედაქტირება] ეკონომიკა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ესპანეთის ეკონომიკა.

ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მსგავსად სხვა პოსტინდუსტრიული ქვეყნებისა, წამყვანი პოზიცია უკავია მომსახურების სფეროს. უდიდესია ტურიზმის როლი. მრეწველობაში, ძირითადად უცხოური კაპიტალის დამხარებით ვითარდება ულტრათანამედროვე დარგები, მიმდინარეობს ტრადიციული დარგების მოდერნიზაცია. მნიშვნელოვანია აგრობიზნესის როლი, რაშიც წამყვანია მემცენარეობა. ესპანეთი ზეთისხილისა და მეციტრუსეობის კლასიკური ქვეყანაა. ზეთისხილის მოყვანით ესპანეთი პირველია მსოფლიოში. 50 პროვინციიდან ზეთისხილი მოჰყავთ 34-ში. ზეთისხილის ნარგავებს უკავია დამუშავებული მიწების 10%. ციტრუსების ექსპორტით ესპანეთს მადალი არ ჰყავს მსოფლიოში.

ესპანეთში ასევე განვითარებულია ეკონომიკის შემდეგი დარგები: საფეიქრო მრეწველობა, აგრობიზნესი, ქიმიური მრეწველობა, გემთმშენებლობა, მსუბუქი მანქანების წარმოება, მძიმე მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მანქანათმშენებლობა, თევზის რეწვა და სხვ.

ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია.

  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 33, მომსახურება - 63;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 14.490 $.
  • უდიდესიკომპანიები - მარჩეი, ფიერო, ურკიხო, გარიჩესო, რუის-მატეოსი.
  • ექსპორტი - ავტომობილები, ღვინო, ხილი, ბოსტნეული, ქიმიკატები, ფოლადი.
  • ბიუჯეტი - 105,000 მლნ $.
  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ესპანური პესეტა.

[რედაქტირება] ისტორია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ესპანეთის ისტორია.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა (1936-1939). 1975 წლამდე ქვეყანას მართავდა დიქტატორი გენერალი ფრანსისკო ფრანკო, რის შემდეგაც აღდგენილ იქნა მონარქია. 1986 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა.

  • ესპანეთის მმართველები.

1875-1885 : ბურბონების სახლი (ალფონსო XII)
1885-1886 : ბურბონების სახლი (მარია დე-ლას-მერსედესი)
1886-1931 : ბურბონების სახლი (ალფონსო XIII)
1931-1939 : ესპანეთის მეორე რესპუბლიკა
1939-1975 : ფრანკოს დიქტატურა
1975-დღემდე : ბურბონების სახლი (ხუან კარლოს I)

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

  • არქიტექტურა - კორდოვის ისტორიული ცენტრი, ალჰამბრა, ესკორიალის მონასტერი მადრიდში, ძველი ქალაქი სეგოვია და მისი აკვედუკი, ისტორიული ქალაქი ტოლედო, ოვიედოს ასტურიული მონუმენტები, სანტა მარია დე გვადალუპეს სამეფო მონასტერი;
  • ლიტერატურა - ესპანური ეპოსი: სიმღერა ჩემს სიდზე (XII ს.).

[რედაქტირება] კულტურა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ესპანეთის კულტურა.

[რედაქტირება] ფლამენგო

ფლამენგო არის ანდალუზიური ბოშების მუსიკა და ცეკვა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხალხური სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით

[რედაქტირება] კორიდა

კორიდა სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება პირინეის ნახევარკუნძულის მცხოვრებ იბერიელებს, რომლებიც ხარებს წმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ. თავიდან ხარის მოკვლა სპეციალური რიტუალი იყო. უკვე ესპანეთის ერთიან სახელწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა. თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში. მასში მონაწილეობას იღებს ხარი 4-დან 6 წლამდე, მისი წონა არ უნდა იყოს 450 კმ-ზე ნაკლები.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე