მკვდარი ზღვა
| მკვდარი ზღვა | |
|---|---|
| ებრ. ים המלח არაბ. البَحْر المَيّت |
|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | -423 მ |
| სიგრძე | 67 კმ |
| სიგანე | 18 კმ |
| ფართობი | 810 კმ² |
| მოცულობა | 78,2 ათასი კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 377 მ |
| საშუალო სიღრმე | 118 მ |
| მარილიანობა | 260-300 ‰ |
| ჩამდინარე მდინარეები | იორდანე |
მკვდარი ზღვა (ებრ. ים המלח, იამ ჰა-მელახ - „მარილის ტბა“; არაბ. البَحْر المَيّت, ’ალ-ბაჰრ ალ მაჰიით - „მკვდარი ზღვა“) — გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. ფართობი 810 კმ², სიგრძე 67 კმ, სიგანე 18 კმ. უკავია გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი. მკვდარი ზღვა წარმოადგენს ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიას დედამიწაზე, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან — 423 მ-ზე მდებარეობს.[1] მაღალია მარილის შემცველობა (33.7%).
აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირები ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის სააპირო ვაკე. უმთავრესად საზრდოობს მდინარე იორდანეს წყლით. ჰავა ცხელია, მშრალი. ნალექები 50-100 მმ წელიწადში. აორთქლება ინტენსიურია.
მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.
ბიბლიის მიხედვით, მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე არსებობდა ორი ქალაქი: სოდომი და გომორი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მონაცემები მკვდარ ზღვაზე
- მკვდარი ზღვის მონიტორინგი
- იეზეკიელის წყლის პროექტი
- მოგზაურობა ისრაელში - მკვდარი ზღვა
- შეჯიბრი მკვდარი ზღვის გადარჩენაზე
- დოკუმენტური ფილმი
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Long-Term Changes in the Dead Sea. Israel Marine Data Center (ISRAMAR).