ფრთამატყლიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრთამატყლიანები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
ლათინური სახელი
Dermoptera
მალაიური ფრთამატყლიანა (წითლად)
ფილიპინური ფრთამატყლიანა (მწვანედ)
DistributionDermopteraCorrecting.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ფრთამატყლიანები (ლათ. Dermoptera) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 40 სმ, კუდისა დაახლოებით — 25 სმ, მასა 1-1,7 კგ აღწევს. სხეული და საფრენი აპკი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კისერს, კიდურებს და კუდს, დაფარული აქვთ რბილი და ხშირი ბალნით. გავრცელებული არიან ფილიპინებზე, სამხრეთ ინდოჩინეთში და მალაის არქიპელაგის კუნძულებზე; ტყის მეხეური ცხოველებია. აქტიური არიან ღამით. იკვებებიან მცენარეულობით (ფოთლები, კვირტები, ნაყოფები). მაკეობა 60 დღ-ღ-მდე გრძელდება. შობენ 1, იშვიათად 2 ნაშიერს. რიგში 1 გვარის 2 სახეობაა: ფილიპინური ფრთამატყლიანა (ლათ. Cynocephalus volans) და მალაიური ფრთამატყლიანა (ლათ. Galeopterus variegates). ზოგ კუნძულებზე ფრთამატყლიანები ნადირობის ობიექტია. იყენებენ ხორცსა და ტყავს.

ლიტერატურა[რედაქტირება]